სულ მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი, შეგახსენებთ - უკვე საშუალო საფეხურზე ხართ!
ყოველი სასწავლო წელი არის თქვენი ცხოვრების ახალი, საინტერესო პერიოდი, რომელიც უნდა ეცადოთ,რომ იყოს გამორჩეული, ახალი გამოცდილებების მომტანი.....
გისურვებთ, რომ 2017-2018 სასწავლო წელი ყოფილიყოს ძალიან საინტერესო, ახალი აღმოჩენებითა და წარმატებებით სავსე. ცოდნის გაღრმავების, დასახული მიზნების განხორციელების სურვილი მუდამ თან გდევდეთ!
დიდი სიყვარულით, ნინო მასწ.
ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის.....
სასწავლო წლის პირველი დღე
დაიწყო ახალი 2017-2018 სასწ. წელი. ჩვენს კლასში სიით ირიცხება 16 მოსწავლე
28 სექტემბერი
12 ოქტომბერი
13 ოქტომბერი
ვიდეოს დასრულების შემდეგ ვიმსჯელეთ თემის ირგვლივ, მოსწავლეების ნაწილმა აღნიშნა, რომ აქამდე არ დაფიქრებულა იმაზე, რატომ აქვს ის, რაც აქვს და რას აკეთებს იმისათვის, რომ მეტი ჰქონდეს?.
წყარო; etalon.ge
ბოლოს შევაჯამეთ და შევაფასეთ შეხვედრა.

16 ნოემბერი
კლასის საათი: ბრძნული გამონათქვამები
ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის.....
სასწავლო წლის პირველი დღე
დაიწყო ახალი 2017-2018 სასწ. წელი. ჩვენს კლასში სიით ირიცხება 16 მოსწავლე
1. ასპანიძე არსენი
2. აფციაური მირანდა
3. გავრიშ მარია
4. ზედგინიძე მთვარისა
5. ზედგინიძე ნინო
6. ლაბაძე პაატა
7. მაისურაძე ელენე
8. ქიმაძე გიგი
9. ქიმერიძე ნანა
10. ჯვარიძე გიორგი
11. გაჩეჩილაძე ქეთევანი
12. ჩილინგაროვი მარიამი
13. პეტროსიანი ეთერი
14. ლეკაშვილი მარიამი
15. კურტანიძე გიორგი
16. ზედგინიძე ლუკა
15. კურტანიძე გიორგი
16. ზედგინიძე ლუკა
ს ა ა მ ღ ზ რ დ ე ლ ო პ რ ო გ რ ა მ ა
10-ბ კლასი
შესასრულებელი საკითხები
|
დრო
|
შემსრულებე
ლი
| |
1
2
3
4
5
ა)
ბ)
გ)
6 7
8
9
10
11
12
13
14
ა)
ბ)
|
მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა და მონაცემთა
ბაზის შექმნა.
სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების მოსწავლეთათვის გაცნობა.
საკლასო ოთახის მოწესრიგება, კლასის აღჭურვა სათანადო ინვენტარით
მოსწავლეთა უზრუნველყოფა სახელმძღვანელოე
ბით.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:
კლასის აქტივის არჩევა
საორგანიზაციო კუთხის მოწყობა
მორიგეობის დაწესება კლასში
გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და
მონიტორინგი
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვა და კონტროლი
აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატები
თი მუშაობის ჩატარება.
მოსწავლეთა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
სკოლის ფსიქოლოგთან და
საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობა.
კლასის საათების ჩატარება.
სასწავლო ექსკურსიების ორგანიზება.
საკლასო და სასკოლო ღონისძიებების ორგანიზება.
მშობლებთან მუშაობა:
მშობლებთან მუდმივი თანამშრომლობა და ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება.
მშობელთა კრებების ჩატარება
|
სექტემბერი
სექტემბერი
სექტემბერი
სექტემბერი
15 სექტემბერი
წლის მანძილზე
წლის მანძილზე
წლის მანძილზე
წლის მანძილზე
წლის მანძილზე
წლის მანძილზე
წლის მანძილზე
|
კლასის ხელმძღვანელი
კლასის ხელმძღვანელი კლასის ხელმძღვანელი
კლასის ხელმძღვანელი
კლასის ხელმძღვანელი კლასის ხელმძღვანელი კლასის ხელმძღვანელი
კლასის
ხელმძღვანე
ლი
კლასის
ხელმძღვანე
ლი
კლასის ხელმძღვანელი
კლასის ხელმძღვანელი
კლასის ხელმძღვანელი
|
2017 წლის 15 სექტემბერი
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე:
1. კლასის ხელმძღვანელის წლიური სამუშაო გეგმის გაცნობა,
2. სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების გაცნობა,
3. სახელმძღვანელოების დარიგება ,
4. მორიგეობის სიის შედგენა,
5. გაკვეთილების ცხრილის ჩაწერა,
6. კლასის აქტივის არჩევა.
28 სექტემბერი
კლასის საათი : ის რაც ჩემზე არ იცი...
ახალი სასწავლო წლის პირველ სამუშაო თემად ავირჩიე : ის რაც ჩემზე არ იცი..., მოსწავლეებმა წერილობით "მიამბეს ",თუ რა შეიძლება არ ვიცოდე მათ შესახებ. ვფიქრობ, მათი "ნაამბობი" დამეხმარება შემდგომ მუშაობაში.
12 ოქტომბერი
კლასის საათი : რა მწყინს, რა მიხარია...
მივმართავ გონებრივი იერიშის მეთოდს და მოსწავლეებს ვთხოვ მიპასუხონ კითხვაზე: რა უნარები არის აუცილებელი ადამიანისთვის? მათ დააფიქსირეს შემდეგი პასუხები: მეგობრობა,სიყვარული,თანამშრომლობა, მოთმინება, სამართლია ნობა, სხვისი აზრის პატივისცემა, და სხვ. მოსწავლეებს შევახსენე ინგლისელი ფილოსოფოსის - ფრენსის ბეკონის სიტყვები :"ვერავინ იქნება ბრძენი, თუ არ იქნება მომთმენი ". შემდეგ გავმართეთ მსჯელობა აღნიშნული თემის ირგვლივ. ბოლოს შევაჯამეთ რა უნდა გვეწყინოს და რა აუცილებლად გვიხაროდეს.
13 ოქტომბერი
2017 წლის მარტის თვეში მე და ჩემი მოსწავლეები ჩავერთეთ კონკურსში "ტრადიციული თამაშობები". კონკურსზე გავაგზავნეთ ორი თამაში. მოუთმენლად ველოდებოდით კონკურსის შედეგებს. ივნისის თვეში მივიღეთ პასუხი:
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილე სკოლების მიერ წარმოდგენილი უძველესი ხალხური თამაშობები მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, წლევანდელი კონკურსის ყველა სკოლის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი მიჩნეულია წარმატებულად. თქვენ მიერ გადმოგზავნილ თამაშობებს ჩვენ ერთ კრებულში გავაერთიანებთ და დავსტამბავთ. იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე სკოლამ იდენტური თამაშობა წარმოადგინა, კრებულში დაიბეჭდება სააგენტოს მიერ რედაქტირებული ნამუშევარი, ყველა ავტორი-მოსწავლის მითითებით. კრებული სექატემბერში დაიბეჭდება და სიგელთან ერთად საზეამოდ გადაეცემა კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლესა და პედაგოგს.
გმადლობთ იმ თავდაუზოგავი შრომისა და შემოქმედებითი ძიებებისთვის, რომელსაც თქვენი სკოლა ახორციელებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჯერ კიდევ შემორჩენილი ელემენტების მოსაძიებლად და პოპულარიზაციისათვის.
პატივისცემით,
მაკა თაქთაქიშვილი
ამ სასიამოვნო ამბავმა ძალიან გაგვახარა. 2017 წლის 13 ოქტომბერს ქალბატონი მაკა სკოლაში გვესტუმრა. მან საზეიმოდ გადმოგვცა სიგელები და შეპირებული თამაშობების კრებული. ჩვენს დაჯილდოებას ესწრებოდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ხმალაძეც. უღრმესი მადლობა მათ ყურადღებისათვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისათვის.
13 ოქტომბერი
ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობისათვის გოგონებსა და ვაჟებში ბადმინტონში და დაიკავეს პირველი ადგილი! გილოცავთ ჩემო პატარებო და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ! ვამაყობ თქვენით და ძალიან მიყვარხართ!
18 ოქტომბერი
11ოქტომბერს ჩვენს სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.ჩვენი კლასიდან თვითმმართველობის წევრი გახდა ელენე მაისურაძე. ამავე საფეხურის მოსწავლეებმა ის აირჩიეს თავმჯგომარედ და კანონის თანახმად უნდა გახდეს სამეურვეო საბჭოს წევრი. წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს მის დამათებით საქმიანობაში.
19 ოქტომბერი
კლასის საათი : იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ!
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს დავუსვი კითხვა : უნდა იყო თუ არა ის, ვინც სინამდვილეში ხარ? ამ შეკითხვის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა გამოთქვეს მეტად საინტერესო მოსაზრებები. ზოგ მოსაზრებაში ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, ზოგშიც კამათობდნენ. შემდეგ მათ წავუკითხე იგავი ძველი ბერძნული მითოლოგიიდან, რომლის წაკითვის შემდეგ სრულად დაეთანხმნენ აზრს:" – ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო..'
შედეგ ჩემ მიერ მოძიებული მასალა წავუკითხე რჩევის სახით:
იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ!
ყოველთვის იყავი ის, ვინც სინამდვილაში ხარ და არა ის,ვინც უნდათ რომ იყო....
გიყვარდეს ის,ვინც მართლა გულით გიყვარს და არა ის,ვისაც უნდა რომ უყვარდე....
უერთგულე იმას, ვინც ამის ღირსია და არა იმას,ვინც გეფიცება....
კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ ითხოვო,რადგან სიკეთე მზესავითაა,ანათებს და ათბობს....
თუ სიყვარული დაგტოვებს, არ გაეკიდო, რადგან არ ყვარებიხარ ისე,როგორც იმსახურებდი....
არ ეკამათო იმას,ვისაც შენი არ ესმის,რადგან ჭეშმარიტება კამათში არ იბადება....
დაეხმარე იმას,ვისაც დახმარება მართლა ჭირდება და არა იმას,ვინც მოითხოვს რომ დაეხმარო....
დააფასე ის,რაც გაქვს დღეს,რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ....
არასოდეს არ თქვა არასოდეს.....
არ თქვა,რომ უფალი შენთან არაა, არამედ ილოცე რომ ის ყოველთვის შენთან იყოს....
რთულ და გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით განსაჯე,რადგან მრისხანებამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოს.
და ბოლოს––თუ ყველაფერი ეს შეგიძლია–ჩათვალე რომ ამ ქვეყნად შენი მოსვლა ნამდვილად ღირდა!
გიყვარდეს ის,ვინც მართლა გულით გიყვარს და არა ის,ვისაც უნდა რომ უყვარდე....
უერთგულე იმას, ვინც ამის ღირსია და არა იმას,ვინც გეფიცება....
კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ ითხოვო,რადგან სიკეთე მზესავითაა,ანათებს და ათბობს....
თუ სიყვარული დაგტოვებს, არ გაეკიდო, რადგან არ ყვარებიხარ ისე,როგორც იმსახურებდი....
არ ეკამათო იმას,ვისაც შენი არ ესმის,რადგან ჭეშმარიტება კამათში არ იბადება....
დაეხმარე იმას,ვისაც დახმარება მართლა ჭირდება და არა იმას,ვინც მოითხოვს რომ დაეხმარო....
დააფასე ის,რაც გაქვს დღეს,რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ....
არასოდეს არ თქვა არასოდეს.....
არ თქვა,რომ უფალი შენთან არაა, არამედ ილოცე რომ ის ყოველთვის შენთან იყოს....
რთულ და გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით განსაჯე,რადგან მრისხანებამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოს.
და ბოლოს––თუ ყველაფერი ეს შეგიძლია–ჩათვალე რომ ამ ქვეყნად შენი მოსვლა ნამდვილად ღირდა!
წყარო.
19 ოქტომბერი
ხელოვნებასთან ზიარების მიზნით ვესტუმრეთ ახალციხის თეატრს, დავესწარით, ფესტივალის ფარგლებში თბილისის ახმეთელის სახელობის თეატრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლს " სტუმარ-მასპინძელი". სპექტაკლი ძალიან მოგვეწონა, თუმცა მოსწავლეები ჯერ არ იცნობდნენ ვაჟა ფშაველას ნაწარმოებს და ცოტა გაუგებარი დარჩა მათთვის შინაარსი, თუმცა მჯერა, რომ მომავალ წელს, როცა ნაწარმოებს ისწავლიან სპექტაკლის ფრაგმენტებიც წარმოუდგებათ თვალწინ.
ვიდეოს დასრულების შემდეგ ვიმსჯელეთ თემის ირგვლივ, მოსწავლეების ნაწილმა აღნიშნა, რომ აქამდე არ დაფიქრებულა იმაზე, რატომ აქვს ის, რაც აქვს და რას აკეთებს იმისათვის, რომ მეტი ჰქონდეს?.
ჩანაწერები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
თუ გინდათ იყოთ წარმატებული სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სამსახურში, მნიშვნელოვანი ფაქტების, მოვლენებისა და სხვა თქვენთვის საინტერესო და საჭირო ამბების ჩანიშვნები დაგეხმარებათ ამაში.
ჩანაწერები დაგეხმარებათ მარტივად დაიმახსოვროთ, გაიმეოროთ ან თუნდაც გაიხსენოთ ინფორმაცია.
5 საინტერესო და მარტივი რჩევა:
1.შეაგროვეთ ყველა ის საჭირო ნივთი, რომელიც დაგემხარებათ შენიშვნებს ჩაწერაში. მაგალითად კალამი, ფურცლები ან სახელდახელო რვეული შენიშვნების ჩასაწერად.
2.მოემზადეთ, რომ კარგად მოისმინოთ და შესაბამისად გარკვევით ჩაინიშნოთ თქვენთვის საინეტერსო ამბები.
3.ჩაიწერეთ შენიშვნები ფურცელზე, ნუ გამოიყენებთ კომპიუტერს, ტელეფონს. ხელით ჩანიშვნა გაცილებით მარტივი და სწრაფია.
4.დასვით კითხვები, თუ რაიმე დამაბნეველი და გაუგებარია თქვენთვის.
5.გამოიყენეთ ფერადი მარკერები, რათა ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვათ ხაზი და გამოკვეთოთ. ჩანაწერები დაგეხმარებათ მარტივად დაიმახსოვროთ, გაიმეოროთ ან თუნდაც გაიხსენოთ ინფორმაცია.
5 საინტერესო და მარტივი რჩევა:
1.შეაგროვეთ ყველა ის საჭირო ნივთი, რომელიც დაგემხარებათ შენიშვნებს ჩაწერაში. მაგალითად კალამი, ფურცლები ან სახელდახელო რვეული შენიშვნების ჩასაწერად.
2.მოემზადეთ, რომ კარგად მოისმინოთ და შესაბამისად გარკვევით ჩაინიშნოთ თქვენთვის საინეტერსო ამბები.
3.ჩაიწერეთ შენიშვნები ფურცელზე, ნუ გამოიყენებთ კომპიუტერს, ტელეფონს. ხელით ჩანიშვნა გაცილებით მარტივი და სწრაფია.
4.დასვით კითხვები, თუ რაიმე დამაბნეველი და გაუგებარია თქვენთვის.
წყარო; etalon.ge
ბოლოს შევაჯამეთ და შევაფასეთ შეხვედრა.

16 ნოემბერი
კლასის საათი: ბრძნული გამონათქვამები
მოსწავლეებს დავავალე თავი მოეყარათ მათი საყვარელი გამონათქვამებისათვის და გაეცნოთ თავისი თანაკლასელებისათვის. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო გამონათქვამი გააცნეს ერთმანეთს და იმსჯელეს მათ არსზე.
30 ნოემბერი
კლასის საათი: სიყვარული
I შეხვედრა
ვისაუბრეთ სიყვარულის შესახებ.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა გასცეს პასუხები შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მათ საინტერესოდ, არგუმენტირებულად დაასაბუთეს მოსაზრებები. ბოლოს შევაჯამეთ შეხვედრა.
2017 წლის 1 დეკემბერს ქ.თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო, რომელსაც არასრულწლოვანი მოზარდების გარდაცვალება მოჰყვა, მორიგი კლასის საათი ძალადობის თემაზე მოვამზადე საგოქალაქო განათლების პედაგოგ მ.დათებაშვილთან ერთად.
7 დეკემბერი
კლასის საათი: ძალადობა
14 დეკემბერი
კლასის საათი: სიყვარული
I I შეხვედრა
ამ შეხვედრის მიზანი ისევ სიყვარულის თემაზე მსჯელობაა. მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ რამოდენიმე ნაწარმოები, მოემზადებინათ გამონათქვამები სიყვარულზე.
შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა იმსჯელეს ო.ჰენრის "უკანასკნელი ფოთოლის" გმირებზე, მათ განცდებზე, თანადგომაზე. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე დავგეგმეთ მესამე შეხვედრაც.
III შეხვედრა
შევაჯამეთ სიყვარულის თემა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, გამონათქვამები სიყვარულზე. შემდეგ თამაში "სეკრეტ სანტა " -ც გავითამაშეთ. მოსწავლეებმა ერთმანეთს გადასცეს წინასწარ შეძენილი საჩუქრები და ბევრი სიყვარულით სავსე სურვილიც უსურვეს. ეს შეხვედრაც ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩება ყველა მონაწილეს!
ჩემო პატარებო, იცით რა მინდა? სულ გახარებულები რომ იყოთ!
შევაჯამეთ სიყვარულის თემა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, გამონათქვამები სიყვარულზე. შემდეგ თამაში "სეკრეტ სანტა " -ც გავითამაშეთ. მოსწავლეებმა ერთმანეთს გადასცეს წინასწარ შეძენილი საჩუქრები და ბევრი სიყვარულით სავსე სურვილიც უსურვეს. ეს შეხვედრაც ერთ-ერთ სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩება ყველა მონაწილეს!
ჩემო პატარებო, იცით რა მინდა? სულ გახარებულები რომ იყოთ!

ესეც ჩვენი ნაძვის ხე- ლუკას შედევრი!

18 იანვარი
დაუგეგმავი გასეირნება ,რომლის დროსაც შევაჯამეთ I სემესტრში ჩატარებული სამუშაო. დავსახეთ ახალი მიზნები. მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ ჩატარებული სამუშაო იყო საინტერესო, ნაყოფიერი და შეაფასეს დადებითად.


25 იანვარი
კლასის საათი: მე და ჩემი ახალციხეამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ ქალაქზე, მის ღირსშესანიშნეობებზე, რატომ უყვართ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ და რას აკეთებენ ან რას გააკეთებენ მომავავში მათი საყვარელი ქალაქის კეთილდღეობისათვის.
13 თებერვალი
კლასის საათი: მე ტოლერანტი ვარ?
ამ შეხვედრაზე მოსწავლეებს სასაუბრო თემად ტოლერანტობა შევთავაზე. ზოგიერთისათვის სიტყვა "ტოლერანტი" უცხოც კი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს შემწყნარებლობაზე, სიკეთეზე, თანადგომაზე , ურთიერთდახმარებაზე. შეხვედრის ბოლოს შევაჯამეთ თემა და შემდეგი შეხვედრისათვის მივეცი დავალებად ფილმის ნახვა სახლში.
20 თებერვალი
კლასის საათი: "საოცრება"-ფილმის განხილვა
გამოვიყენე შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი - მოსწავლეებმა სახლში უყურეს ფილმს და ამ შეხვედრაზე მოვაწყვეთ ფილმის განხილვა. მოსწავლეემა ისაუბრეს რა მოეწონათ ფილმში და რა არა,თვითონ თუ ყოფილან მსგავს სიტუაციაში, გავიხსენეთ ნაწყვეტები და ფრაზები ფილმიდან . შეხვედრის ბოლოს შევთავაზე ესე: "ვიმეგობრებდი თუ არა ადამიანთან, რომელსაც ფიზიკური ნაკლი აქვს?" და შევაჯამეთ შეხვედრა.
27 თებერვალი
კლასის საათი: რა არის ჩემთვის ოჯახი?
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს ვთხოვე ჩამოეთვალათ თუ ვის მიუძღვის წვლილი მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მათ პრიოტიტეტი ოჯახს მიანიჭეს, თუმცა აღნიშნეს, რომ არანაკლები მნიშვნელობა აქვს სკოლას და საზოგადოებას, რომლის წევრებიც ისინი არიან. შემდეგ ვისაუბრეთ ოჯახის შესახებ.მოსწავლეები დავყავი 3 ჯგუფად და სამსჯელო მივეცი კითხვა: რას სწავლობს მოზარდი ოჯახში? ჯგუფებმა წარმოადგინეს აღნიშნულ კითხვაზე ძალიან საინტერესო და ამომწურავი პასუხები.
6 მარტი
კლასის საათი: "ჩემი ღირსეული წინაპარი"
ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს წინაპრებზე,მათ დამსახურებაზე საქართველოს წინაშე, გაიხსენეს ჩვენი მეფეები, განსაკუთრებული სიყვარულით დაახასიათეს თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი. აგრეთვე ისაუბრეს მწერლებზე და პირველ რიგში შოთა რუსთაველზე. ცნობილი პიროვნების გარდა ისაუბრეს საკუთარ წინაპრებზე, რომლებითაც ამაყობენ და სიამოვნებით აცნობენ თანატოლებსაც. შეხვედრა ჩატარდა საინტერესო მოგონებებით.
20 მარტი
21 მარტი
ქ.ახალციხის N 2 საჯარო სკოლა შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარდა პრეზენტაცია სლოგანით: „მეგობრები არ ითვლებიან ქრომოსომებს!“ , რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობას იღებდნენ თვითმმართველობის თავმჯდომარე - ელენე მაისურაძე, მ. ზედგინიძე და წევრები. მსმენელები იყვნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მათ შორის მე-10 კლასელებიც.



27 მარტი
20 მარტი
კლასის საათი: "ეს იცოდი?"
I შეხვედრა
ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, ერთმანეთს გააცნეს ის თემები, რომლებიც მათი აზრით საინტერესო და უცხო იქნებოდა თანაკლასელებისათვის, კერძოდ, ისაუბრეს აინშტაინის შესახებ უცნობ ფაქრებზე, უცნაურ ცხოველებზე და ფრინველებზე, განსხვავებულ ავტომობილებზე. ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ. ყველას პრეზენტაცია ვერ მოვისმინეთ, ამიტომ შემდეგი შეხვედრაც იმავე თემაზე დავგეგმეთ.
ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, ერთმანეთს გააცნეს ის თემები, რომლებიც მათი აზრით საინტერესო და უცხო იქნებოდა თანაკლასელებისათვის, კერძოდ, ისაუბრეს აინშტაინის შესახებ უცნობ ფაქრებზე, უცნაურ ცხოველებზე და ფრინველებზე, განსხვავებულ ავტომობილებზე. ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ. ყველას პრეზენტაცია ვერ მოვისმინეთ, ამიტომ შემდეგი შეხვედრაც იმავე თემაზე დავგეგმეთ.
21 მარტი
ქ.ახალციხის N 2 საჯარო სკოლა შეუერთდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარდა პრეზენტაცია სლოგანით: „მეგობრები არ ითვლებიან ქრომოსომებს!“ , რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობას იღებდნენ თვითმმართველობის თავმჯდომარე - ელენე მაისურაძე, მ. ზედგინიძე და წევრები. მსმენელები იყვნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მათ შორის მე-10 კლასელებიც.



27 მარტი
კლასის საათი: "ეს იცოდი?"
II შეხვედრა
ამ შეხვედრაზე კვლავ გავაგრძელეთ თემა:"ეს იცოდი?" და მოვისმინეთ მოსწავლეების მიერ მომზადებული ახალი პრეზენტაციები. მათ ისაუბრეს უცნაურ ბავშვებზე, ძაღლებზე, ამერიკული ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანია „ტესლა-ს“ ახალ მოდელზე - „Model X” და სხვა საინტერესო ფაქტებზე,თუმცა ყველა მოსწავლის პრეზენტაციის მოსმენა ვერ მოვასწარით, ამიტომ გადავწყვიტეთ შემდეგი შეხვედრაც შემეცნებით თემებს დავუთმობთ.
30 მარტი
კოლექტიური მსვლელობა სპექტაკლზე:
ვინაიდან მოსწავლეემს ნასწავლი ჰქონდათ "შუშანიკის წამება", გადავწყვიტე ეს ნაწარმოები სხვა კუთხითაც დაენახათ. მიზანმა გაამართლა მოსწავლეებს სპექტაკლი ძალიან მოეწონათ და სურვილი გამოთქვეს კვლავაც ესტუმრონ თეატრს.
ჩვენს კლასში ჩინური ვარდი აყვავდა!

12 აპრილი
ამ შეხვედრაზე კვლავ გავაგრძელეთ თემა:"ეს იცოდი?" და მოვისმინეთ მოსწავლეების მიერ მომზადებული ახალი პრეზენტაციები. მათ ისაუბრეს უცნაურ ბავშვებზე, ძაღლებზე, ამერიკული ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანია „ტესლა-ს“ ახალ მოდელზე - „Model X” და სხვა საინტერესო ფაქტებზე,თუმცა ყველა მოსწავლის პრეზენტაციის მოსმენა ვერ მოვასწარით, ამიტომ გადავწყვიტეთ შემდეგი შეხვედრაც შემეცნებით თემებს დავუთმობთ.
30 მარტი
კოლექტიური მსვლელობა სპექტაკლზე:

ჩვენს კლასში ჩინური ვარდი აყვავდა!

12 აპრილი
კლასის საათი: "ეს იცოდი?"
III შეხვედრა
ამ შეხვედრაზე კვლავ გავაგრძელეთ თემა:"ეს იცოდი?". მოვისმინეთ მოსწავლეების მიერ მომზადებული ახალი პრეზენტაციები თემებზე: ბერმუდის სამკუთხედი და მისტიური ადგილები. ვიდეოფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ საინტერესო შეკითხვები და გავმართეთ დისკუსია. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
16 აპრილი


18 აპრილი
ქართულის პედაგოგმა მ.გობიანიძემ ჩაატარა ღონისძიება , რომელიც ნ.ბარათაშვილის 200 წლისთავს მიუძღვნა. ღონისძიებაში მე-10 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მე-5 კლასელებმა მხატვრულად წაკითხეს ნ.ბარათაშვილის ლექსები, ხოლო მე-10 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს ნ.ბარათაშვილის ბიოგრაფია, ცხოვრების ეპიზოდები. ისაუბრეს მისი შემოქმედების შესახებ და წაიკითხეს მისი ლექსები. მადლობა მანანა მასწავლებელს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის, რომელიც ვფიქრობ დასაბამი იქნება იმის, რომ მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ ნ.ბარათაშვილით.
26 აპრილი
კლასის საათი: " რისი მეშინია?! "
ამ შეხვედრაზე მოსწავლეებს ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია წარვუდგინე ფობიებისა და შიშების შესახებ.მოსწავლეებმა ისაუბრეს შიშის გამომწვევ მიზეზებზე. ყურადღება გავამახვილეთ ღონისძიებების ჩატარებისას პრეზენტაციების წინა ღელვაზე და ვისაუბრეთ რა ვუშველოთ ამ ღელვას.კლასის საათზე მოვიწვიეთ სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც სიამოვნებით ჩაერთო ჩვენს დისკუსიაში. პრეზენტაციაში სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანის ფობიების შესახებ იყო ნახსებები, ხოლო შემდგომ მოსწავლეებმაც თავისი ფობიები აღიარე. შეხვედრის შეფასებისას მოსწავლებმა აღნიშნეს,რომ ის იყო ინფორმატიული და საინტერესო.



1 მაისი
კლასის საათი: ჩემი საყვარელი სპორტი.
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ: რა არის სპორტი, სრორტის რომელი სახეობები არსებობს,რომელი სპორტის სახეობა მეტად მოსწონთ ახალგაზრდებს, რატომ არის საჭირო ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათი საყვარელი სპორტის შესახებ.
ამ შეხვედრაზე კვლავ გავაგრძელეთ თემა:"ეს იცოდი?". მოვისმინეთ მოსწავლეების მიერ მომზადებული ახალი პრეზენტაციები თემებზე: ბერმუდის სამკუთხედი და მისტიური ადგილები. ვიდეოფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ საინტერესო შეკითხვები და გავმართეთ დისკუსია. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
16 აპრილი
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა სკოლის სასწავლო ნაწილთან ნ.გიორგაძესთან ერთად ჩაატარეს პრეზენტაცია, რომელიც ქართული ენის დღეს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის სიწმინდეზე , მის დაცვაზე. პრეზენტაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული თვითმმართველობის თავმჯდომარე ე.მაისურაძე და მ.ზედგინიძე.


18 აპრილი
ქართულის პედაგოგმა მ.გობიანიძემ ჩაატარა ღონისძიება , რომელიც ნ.ბარათაშვილის 200 წლისთავს მიუძღვნა. ღონისძიებაში მე-10 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მე-5 კლასელებმა მხატვრულად წაკითხეს ნ.ბარათაშვილის ლექსები, ხოლო მე-10 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს ნ.ბარათაშვილის ბიოგრაფია, ცხოვრების ეპიზოდები. ისაუბრეს მისი შემოქმედების შესახებ და წაიკითხეს მისი ლექსები. მადლობა მანანა მასწავლებელს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის, რომელიც ვფიქრობ დასაბამი იქნება იმის, რომ მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ ნ.ბარათაშვილით.
26 აპრილი
კლასის საათი: " რისი მეშინია?! "
ამ შეხვედრაზე მოსწავლეებს ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია წარვუდგინე ფობიებისა და შიშების შესახებ.მოსწავლეებმა ისაუბრეს შიშის გამომწვევ მიზეზებზე. ყურადღება გავამახვილეთ ღონისძიებების ჩატარებისას პრეზენტაციების წინა ღელვაზე და ვისაუბრეთ რა ვუშველოთ ამ ღელვას.კლასის საათზე მოვიწვიეთ სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც სიამოვნებით ჩაერთო ჩვენს დისკუსიაში. პრეზენტაციაში სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანის ფობიების შესახებ იყო ნახსებები, ხოლო შემდგომ მოსწავლეებმაც თავისი ფობიები აღიარე. შეხვედრის შეფასებისას მოსწავლებმა აღნიშნეს,რომ ის იყო ინფორმატიული და საინტერესო.



1 მაისი
კლასის საათი: ჩემი საყვარელი სპორტი.
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ: რა არის სპორტი, სრორტის რომელი სახეობები არსებობს,რომელი სპორტის სახეობა მეტად მოსწონთ ახალგაზრდებს, რატომ არის საჭირო ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მათი საყვარელი სპორტის შესახებ.

8 მაისი
კლასის საათი: ,,მადლიერება"
ამ შეხვედრისთვის მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე: "მადლიერება". ვისაუბრეთ მადლიერებაზე,სიკეთეზე, პატივისცემაზე. მადლიერების დგეზე, რომელსაც ამერიკაში და კანადაში აღნიშნავენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ყოველი დღე მადლიერების გამომხატველი უნდა იყოს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა მადლობა გადამიხადეს საინტერესო პრეზენტაციისათვის.
15 მაისი
კლასის საათი: ,,ჩვენც დავბერდებით!"
ამ შეხვედრისთვის მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩვენც დავბერდებით!". ვისაუბრეთ რა ეტაპების გავლა უწევს ადამიანს დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ვისაუბრეთ ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული ადამიანების თავისებურებებზე,იმ სითბოზე,მზრუნველობაზე და პატივისცემაზე, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ მათ მიმართ. საინტერესო პრეზენტაცია მოგვიმზადა და წარმოგვიდგინა ელენე მაისურაძემაც, დიდი მადლობა ელენეს საინტერესო პრეზენტაციისათვის.
15 მაისი
კლასის საათი: ,,ჩვენც დავბერდებით!"
ამ შეხვედრისთვის მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩვენც დავბერდებით!". ვისაუბრეთ რა ეტაპების გავლა უწევს ადამიანს დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ვისაუბრეთ ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული ადამიანების თავისებურებებზე,იმ სითბოზე,მზრუნველობაზე და პატივისცემაზე, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ მათ მიმართ. საინტერესო პრეზენტაცია მოგვიმზადა და წარმოგვიდგინა ელენე მაისურაძემაც, დიდი მადლობა ელენეს საინტერესო პრეზენტაციისათვის.

25 მაისი
ჩვენს სკოლაში ისტორიის პედაგოგებმა ი.გოგატიშვილმა და ი.საქიძემ მოსწავლეებთან ერთად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5,მე-6,მე-7,მე-8,მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ ამოგზაურა 1918 წლიდან დღემდე ისტორიულ პერიოდში. გაიხსენეს 1918 წლის 26 მაისი,1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოება, 1989 წლის 9 აპრილი და ბევრი სხვა. მადლობა ისტორიის პედაგოგებს მოსწავლეებში პატრიოტული სულის ჩამოყალიბებისა და გაღრმავებისათვის.
29 მაისი
კლასის საათი: დრო, დროის საიდუმლოებები.
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დროზე, დროის საიდუმლოებაზე, დროში მოგზაურობაზე, დროის მანქანაზე, ჰერბერტ უელსზე (ფანტასტიკის მამა), ჩარლზ დიკენსზე, ქართული ზღაპარზე „მიწა თავისას მოითხოვს" და ბოლოს იმაზე, როგორ სწრაფად გადის დრო და არასოდეს არ გვყოფნის! ბოლოს შევაჯამეთ შეხვედრა.
13 ივნისი
შევაჯამეთ 2017- 2018 სასწ. წელს გაწეული მუშაობა. ვისაუბრეთ დაგეგმილ, განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე, თემებზე. ჩატარებული სამუშაო კი დამაკმაყოფილებლად შევაფასეთ. ვისაუბრეთ დაგეგმილ სასწავლო ექსკურსიაზეც.
16 ივნისი
სასწავლო ექსკურსია
წყარო "ამბიონი"
წალკა-ბერთა-წალკის წყალსაცავი
სასწავლო ექსკურსია
ჩვენი მარშრუტია: ახალციხე- ახალქალაქი-კარწახი -ნინოწმინდა- საღამოს ტბა-ფარავნის ტბა- ბერთას მონასტერი- წალკა- დაშბაშის კანიონი- ახალციხე.
ტურინის სუდარა – “მეხუთე სახარება”
იტალიის ქალაქ ტურინში, წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში (Cattedrale di San Giovanni Battista) ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე – სუდარა, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის სხეული გაახვიეს. თანამედროვე ღვთისმეტყველები სუდარას „მეხუთე სახარებას“ უწოდებენ, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელიც ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა განიცადა. წმინდა მოციქულები გვიმოწმებენ, რომ ქრისტეს ფარულმა მოწაფეებმა იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა მენელსაცხებლე დედებთან ერთად, ქრისტეს სხეული ჯვრიდან ჩამოხსნეს, ნელსაცხებლებით განბანეს, სუდარაში გაახვიეს და კლდეში გამოკვეთილ ახალ სამარხში დაასვენეს ისე, როგორც თავიანთი ჩვეულებისამებრ ებრაელები გარდაცვლილებს კრძალავდნენ. სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც იოანე და პეტრე იესო ქრისტეს საფლავზე მივიდნენ, აკლდამა, სადაც მაცხოვარი ესვენა, ცარიელი დახვდათ … იქ მხოლოდ სუდარა იყო.
ტურინის სუდარის ისტორიის შესახებ “ამბიონს” ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორი, ნინო მურცხვალაძე ესაუბრა:
„სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4,36×1,1 მ, 2,45 კგ, სისქე-0,34 მმ) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის გამოსახულება უაღრესად ნაწამები ადამიანისა. ამ ანაბეჭდებს ახასიათებს უზუსტესი ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა შესაბამისი თვისება. შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება სამგანზომილებიანია და ხასითდება ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზის განსაკუთრებული სიზუსტით და დეტალურობით. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა მას.
სუდარამ 2000 წლის მანძილზე მძიმე გზა განვლო, იგი სამჯერ გადაურჩა ხანძარს (ერთხელ კონსტანტინოპოლში და ორჯერ ევროპაში), მაგრამ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო ხანძარი, რომელიც 1532 წლის 4 დეკემბერს მოხდა. მაშინ წმინდა სუდარა ინახებოდა ქალაქ შამბერის (საფრანგეთის აღმოსავლეთი) ერთ-ერთ მონასტერში, ვერცხლის სკივრში. ხანძრის დროს ტემპერატურამ ისეთ ნიშნულს მიაღწია (900-960oC), რომ ვერცხლმა დნობა დაიწყო. რადგან სუდარა დაკეცილი იყო, გამდნარმა ვერცხლმა კუთხეები ამოწვა, რის შედეგადაც ქსოვილზე დარჩა სიმეტრიული ლაქები. საფუძვლიანი ვარაუდით, ხანძრები სპეციალურად, სიწმინდის განადგურების მიზნით იყო მოწყობილი, თუმცა დაზიანებები თავად გამოსახულებას არ შეხებია.
გადმოცემის თანახმად, სუდარა თავდაპირველად პეტრე მოციქულთან ინახებოდა, შემდგომ კი გადაეცემოდა მოციქულიდან მოციქულს. ქრისტიანების დევნის დროს სუდარას მალავდნენ, რადგან იუდეველები და რომაელები ქრისტიანული რელიქვიების განადგურებას ცდილობდნენ. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნე) სუდარა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში დააბრძანეს.
ხატმებრძოლთა პერიოდში სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს, შემდგომში კი კვლავ კონსტანტინოპოლში დააბრუნეს, სადაც საგანგებო დღეებში გამოჰქონდათ ხალხის წინაშე.
ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების და გაძარცვის შემდეგ სუდარა ევროპაში აღმოჩნდა (1353 წელი). იგი ჯერ საფრანგეთში, პარიზთან ახლოს ინახებოდა, შემდგომში კი იტალიაში, ქ. ტურინის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს, სადაც ის დღემდეა დაბრძანებული. სუდარის სანდოობაში, რა თქმა უნდა, ეჭვი ბევრს შეჰქონდა. იმის დასამტკიცებლად, რომ გამოსახულება სუდარაზე არ იყო დახატული, 1508 წელს ის დიდხანს ადუღეს ზეთში, შემდეგ მოედანზე გაიტანეს და ხალხის თანდასწრებით გარეცხეს და გახეხეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის სხეულის ანაბეჭდები სუდარაზე არ გამქრალა.
1898 წლის 26 მაისს, პარიზში გამართულ რელიგიური ხელოვნების გამოფენასთან დაკავშირებით, სუდარა ხალხის წინაშე გამოასვენეს. იტალიელმა არქეოლოგმა, ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ სუდარას 50×60 სმ. ზომის პირველი ფოტო გადაუღო. ფირების გამჟღავნების შემდეგ კი წარმოუდგენელი რამ მოხდა: ფოტოგრაფიულ ნეგატივზე აღიბეჭდა ადამიანის პოზიტიური გამოსახულება. ეს იყო უდიდესი აღმოჩენა. სუდარაზე აღბეჭდილია მაცხოვრის გამოსახულების ნეგატივი, რომელიც არსებობდა 19 საუკუნით ადრე ფოტოგრაფიის გამოგონებამდე! ამ სურათის გამო სკეპტიკოსები პიას ფირების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს, ზოგს ეს უბრალო სასწაული ეგონა, ზოგს კი ფირფიტის დაზიანების შედეგი. მოგვიანებით ანატომ-პათოლოგმა ივეს დელაგმა უცნაური ნეგატივები გამოიკვლია და დაადგინა, რომ ნამდვილად სხეულის ანაბეჭდთან ჰქონდა საქმე. მეცნიერი ირწმუნებოდა, რომ ეს მაცხოვრის ჯვარცმული სხეულია, მაგრამ მოსაზრება ცრურწმენაში ჩაუთვალეს და ნაშრომი არ გამოუქვეყნეს.
1931 წლის 3 მაისს ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ მეორედ გადაუღო ფოტო სუდარას. მეცნიერების გასაკვირად ნეგატივზე კვლავ აისახა სხეულის ანაბეჭდი. იმ დროისთვის ევროპის მრავალ ეკლესიაში ინახებოდა სუდარები ადამიანის სხეულის გამოსახულებით. ენრიმ მათაც გადაუღო სურათები, მაგრამ ნეგატივებზე გადასული გამოსახულება არ იკითხებოდა.“
რა სახის მეცნიერული კვლევები ჩატარდა ტურინის სუდარაზე და როგორი იყო დასკვნები?
1978 წელს ვატიკანმა ოფიციალური თანხმობა განაცხადა, მომხდარიყო სუდარისა და მასზე აღბეჭდილი გამოსახულების მეცნიერული ანალიზი.
აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო, ე.წ. “დამასკო”, რომელიც მზადდებოდა მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე; შემდგომში მისი დამზადების ტექნოლოგიის საიდუმლო დაიკარგა. უფრო ადრეულ ან გვიანდელ საუკუნეებში მსგავსი ტიპის ქსოვილის ნიმუშები ცნობილი არაა. იგი პალესტინელებისათვის დამახასიათებელი წესითაა დამზადებული. ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გათეთრებული. ნაქსოვია ნაძვისებურად, მის ბოჭკოებში შეინიშნება ბამბა. დოქტორმა რაესმა გამოიკვლია ბოჭკოებში შემავალი ბამბის წარმომავლობა და მისი თქმით, ქსოვილის ბოჭკოებში ბამბის აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს თეორიას სუდარის ახლოაღმოსავლურ წარმოშობაზე, რადგან IX საუკუნემდე ევროპელები ბამბის ქსოვილს არ იცნობდნენ.
სუდარის ასაკზე მიუთითებს მონეტები, რომელიც 1931 წელს ფრენცის ფილასმა სუდარაზე აღბეჭდილი ადამიანის თვალების არეში დააფიქსირა. ებრაული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულს თვალებზე ადებდნენ მონეტებს, რათა არ გახელოდა. მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის, პონტოელი პილატეს დროს 29-30 ან 30-31 წლებში და ამიტომ მათ „პილატეს წვლილს“ უწოდებენ. მონეტებზე წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში „ტიბერიუსი“ და „იმპერატორი“ ლათინური და ბერძნული ასოებია არეული. თავდაპირველად მეცნიერებს ეს აბსურდი ეგონათ, მაგრამ მოგვიანებით კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზეც იგივე შეცდომები იპოვეს. მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მონეტების უმრავლესობა იჭრებოდა პროვინციებში და საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო. 1979 წელს არქეოლოგიური გათხრებისას ერთ-ერთ ებრაულ საფლავში თავის ქალაში 44-45 წლებში მოჭრილი ორი მონეტა იპოვეს იგივე გრამატიკული შეცდომებით, რამაც ტურინის სუდარის სინამდვილის არგუმენტები კიდევ უფრო გაამყარა.
მიუხედავად ამისა, კამათი ქსოვილის ასაკთან დაკავშირებით მაინც გრძელდებოდა. 1987 წელს რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ ქსოვილის ასაკის დასადგენად მეცნიერებს ნება დართო, სუდარიდან მცირე ნაწილი მოეჭრათ. სუდარისათვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქსოვილის ნიმუშები აღებულ იქნა მარცხენა კუთხის ვიწრო ზოლიდან (15X80მმ). 1988 წელს აღებული ნიმუში გაიყო სამ ნაწილად; კვლევები მიმდინარეობდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მსოფლიოს სამ ქვეყანაში: არიზონას უნივერსიტეტი (აშშ), ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და ციურიხის ფედერალური პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შვეიცარია). ქსოვილის ასაკის დასადგენად ჩატარდა რადიო-იზოტოპური ანალიზი. გამოკველვამ დაადგინა სუდარის ასაკი – დაახლ. XIII-XIV სს. ამ შედეგებმა ურწმუნოებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ, ბევრმა მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომელიც შემდგომში მართლაც დადასტურდა: სუდარიდან ნიმუშები აღებული იყო შუა საუკუნეებში დაზიანებული ფრაგმენტიდან. იგივე დაადასტურა წამყვანმა ამერიკელმა მეცნიერმა რ. როჯერსმა თავის ცნობილ კვლევებში, შუა საუკუნეებში სუდარა რამოდენიმეჯერ არის აღდგენილი, რაც კარგად ჩანს ფოტოებზე; სუდარა 3-ჯერ მოხვდა ხანძარში და დამუშავდა მცენარეული ზეთით. სწორედ ამ ნივთიერებათა კვალმა გამოიწვია ქსოვილის ”გაახალგაზრდავება”. აღსანიშნავია ისიც, თუ რამდენად ზუსტია თავად რადიო-იზოტოპური ანალიზი, როგორც დათარიღების მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე არქეოლოგიაში დათარიღების ეს მეთოდი დღემდე შეუცვლელია, უახლესი კვლევების საფუძველზე მსოფლიოს მოწინავე მეცნიერებს ეჭვი შეაქვთ ამ მეთოდის სანდოობაში.
თანამედროვე მონაცამებით სუდარის ასაკი ყველა მაჩვენებლების მიხედვით დაახლოებით 2000 წლით განისაზღვრება.
გვესაუბრეთ ტურინის სუდარის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ…
ტურინის სუდარაზე აღბეჭდილი ადამიანის სხეულის ანაბეჭდის სიმაღლე დაახლოებით 178-80 სმ-ია, წონა 75-80 კგ, ასაკი 30-45 წელი. ეს მონაცემები მიახლოებითია, რადგან მაცხოვარს ფეხები მოკეცილი ჰქონდა მუხლებში, თავი კი ქვის შემაღლებულ ბალიშზე ედო. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, კარლტონ კუნი აღწერს ეთნიკურ წარმომავლობას:
“გარდაცვლილი ეკუთვნის მკვეთრად გამოხატულ სემიტურ ტიპს, თმა გრძელია, წვერი მოკლე, ორივე შუაზეა გაყოფილი. ასეთი ვარცხნილობა ახასიათებდათ ანტიკური დროის ებრაელებს.”
2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით სუდარა სხვა მიმართულებით გამოიკვლიეს, კერძოდ, შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები და აღმოაჩინეს მისი კომპონენტები:
ჰემოგლობინი, ალბუმინი (სისხლის შემადგენლობაში შემავალი ცილოვანი ნივთიერებები) და ბილირუბინი (სისხლის შემადგენლობაში შემავალი პიგმენტი). დადგინდა, რომ სუდარაზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები ნამდვილად ადამიანისაა. ალბუმინის მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ ადამიანი გარდაიცვალა უაღრესად სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია სისხლის ჯგუფის შესახებ – მე-4 ჯგუფი უარყოფითი რეზუსით.
ესპანეთის ქალაქ ოვიედოში, წმინდა სალვადორის ტაძარში, ინახება ასევე უდიდესი სიწმინდე – ნაჭერი, რომელიც ჯვრიდან ახლადგარდამოხსნილ მაცხოვარს სახეზე დააფარეს. თავის მხრივ, ეს სიწმინდე წარმოადგენს სელის ქსოვილის ფრაგმენტს, ზომით 84X53 სმ, მასზე შერჩენილი სისხლისა და ლიმფის შემადგენლობა, ჯგუფი, ასევე დნმ-ის ნიმუში ზუსტად ემთხვევა სუდარიდან აღებულ ნიმუშებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, მაცხოვრის სუდარაზე ჩატარებულმა იგივე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სისხლისა და სითხის ლაქები ქსოვილზე გაჩნდა უფრო ადრე, ვიდრე თავად მაცხოვრის გამოსახულება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, მაცხოვრის სუდარაზე ჩატარებულმა იგივე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სისხლისა და სითხის ლაქები ქსოვილზე გაჩნდა უფრო ადრე, ვიდრე თავად მაცხოვრის გამოსახულება.
ქალბატონო ნინო, როგორ იკითხება ტურინის სუდარაზე მაცხოვრის წამების კვალი?
ტურინის სუდარაზე ჩატარებული თანამედროვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევები უფრო დეტალურად აღწერენ მაცხოვრის ტანჯვას გოლგოთიდან ჯვარცმის ჩათვლით, ვიდრე ეს სახარებებშია აღწერილი. სუდარაზე აღბეჭდილ სხეულზე ნათლად ჩანს მათრახებით ცემის კვალი, რომელთა ღვედებსაც ბოლოებში სიმძიმეები, სავარაუდოდ ტყვიის ორმაგი ბურთულები ჰქონდათ დამაგრებული. ასეთი მათრახები რომაული წარმოშობისაა, მას „ფლაგრუმს“ უწოდებენ და მშრალი ტყავის ღვედებისაგან აკეთებდნენ. ბიოლოგმა პოლ ჯოზეფ ვინიონმა სუდარის შესწავლისას აღადგინა ეს მათრახები. ისინი ერთმანეთისაგან 3 სმ-ით დაშორებულ 2-3 წვრილი ღვედისაგან შედგებოდა და მოკლე ტარზე იყო მიმაგრებული. ჯარისკაცები უფალს სცემდნენ 3 სახის მათრახით. სუდარაზე აღბეჭდილია მთელი სიძლიერით მიყენებული 98-100 დარტყმა. აქედან 59 მიყენებულია სამწვერა მათრახით, 18 – ორწვერიანით და 21 – ერთწვერა მათრახით. ებრაელთა კანონის მიხედვით მათრახების დარტყმის რაოდენობა არ უნდა გასცილებოდა 39-ს. ამ ზღვარს არ იცნობდნენ რომაელები, რადგანაც გვემა ყოველთვის წინ უსწრებდა ჯვარცმას, ისინი არ თვლიდნენ საჭიროდ სასიკვდილოდ განწირული ადამიანის დაზოგვას. მაცხოვრის ჭრილობათა ფორმა გავს ციფრ 8-ს, ვინაიდან კანი მათრახის ორმაგი ბურთულებისაგან იყო დაგლეჯილი. დარტყმები ყველაზე მეტად ემჩნევა მხრებს, ზურგს და წელს. მკერდი შედარებით დაფარული იყო, რადგანაც დასჯილს აშიშვლებდნენ და 70-სმ სიმაღლის სვეტზე ხელებით აბამდნენ. ამასთანავე, დარტყმები ისეთი ძლიერი იყო, რომ გულის მხარეს შეგნებულად არ ურტყამდნენ, რათა პატიმარს გული არ გახეთქოდა. ღვედები გვემის დროს გარს ერტყმოდნენ წვივებს, განსაკუთრებით მარცხენა ფეხისას. ისიც კი არის დადასტურებული, რომ ერთი ჯალათი მაღალი იყო, მეორე დაბალი და მარცხნივ და მარჯვნივ იდგნენ.
სუდარაზე სახის ანაბეჭდები ატარებენ გაწნული სილებისა და შემოკრული მუშტების კვალს.
წმ. სუდარა გვიდასტურებს მაცხოვრის გოლგოთის გზაზე მსვლელობასაც, რასაც მოწმობს დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების კვალი. მარცხენა მუხლი გადაფლეთილია არაერთი წაქცევისაგან; დაცემის შედეგად ჯვარი ძლიერ ტრამვას აყენებდა მარცხენა ბეჭს, ცხვირისა და მუხლების არეში დაღვრილ სისხლს მტვერი აქვს შერეული. საბოლოო ანალიზებმა აჩვენეს, რომ ეს მტვერი ერთნაირი სახეობისაა. უფალს გამსკდარი ჰქონდა წარბი, მარჯვენა ქუთუთო – გახეული, ცხვირი და მარჯვენა ლოყა – ძლიერ გასიებული. დარტყმები მიყენებულია სავარაუდოდ 4-5 სმ სისქის ჯოხით. სუდარაზე აღბეჭდილი თავი დაფარულია სისხლის ნაკადით. მაცხოვარს თავზე ეკლის გვირგვინი ედგა, რომელსაც ჰქონდა არა მხოლოდ ჰორიზონტალური სალტის, არამედ ქუდის, გვირგვინის ფორმა, რაც აღმოსავლეთში ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ყოველი დარტყმის შედეგად გვირგვინის ეკლები სულ უფრო ღრმად ერჭობოდა თავში.
რაც შეეხება განმსჭვალვის ადგილებს, ისინი შეისწავლა სამხედრო ქირურგმა პიერ ბარბემ – იგი ათეისტი იყო და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ ირწმუნა ღმერთის არსებობა. რომაელმა ჯარისკაცებმა გამოცდილებით იცოდნენ, თუ რა ადგილას უნდა მოეხვედრებინათ სამსჭვალი, რომ სხეული ჯვარზე დიდხანს გაჩერებულიყო; კერძოდ, მაჯის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის, რაც თავისთავად აუტანელ ტკივილთან იყო დაკავშირებული. მაცხოვრის მაჯიდან სისხლი ორი კუთხით მოედინებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯვარცმული მდგომარეობას იცვლიდა. სუდარაზე აღბეჭდილ მაცხოვარს ორივე ცერა თითი აქვს მოკეცილი – როცა სამსჭვალით მაჯა იხვრიტება, ზიანდება მაჯაში გამავალი ცენტრალური ნერვი და ცერა თითი აღარ იშლება; ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სუდარაზე აღბეჭდილ გამოსახულებაზე მხოლოდ 4 თითის ფალანგაა გამოსახული.
რამდენად შესაძლებელია ტურინის სუდარის მიხედვით მაცხოვრის გარდაცვალების მიზეზზე საუბარი?
მაცხოვრის გარდაცვალების შესახებ არსებობს ორი თეორია: ასფიქსია და გულის გაჩერება სისხლის წნევის უეცარი დავარდნით. სუდარაზე ჩანს, რომ უფალს ორივე მხარი აქვს გახეხილი ე.ი რაღაც საგანს ეხახუნებოდა ხანგრძლივად. სისხლის ნაკადი ორი მიმართულებით ჩამოედინებოდა მაჯებიდან, იმიტომ, რომ ხელი ტრიალებდა სამსჭვალის გარშემო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უფრო სარწმუნოა ვერსია, რომლის მიხედვითაც მაცხოვარი გარდაიცვალა ფილტვების მოქმედების უკმარისობით, რამაც ასფიქსია გამოიწვია.
ჯვარცმულის სიკვდილის დასაჩქარებლად პრაქტიკაში მიღებული იყო წვივების გადამტვრევა. ჯარისკაცებმა წვივები გადაუმტვრიეს ორ ავაზაკს. „ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკვდარი იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი“ (იოანე 19. 33). ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მარჯვენა გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს „…და მეყვსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი“ (იოანე 19. 34). მეცხრამეტე საუკუნის ათეისტი კრიტიკოსები (შტრაუსი, ბაუერი, შლეიერმახელი) უარყოფდნენ იოანე მოციქულის ამ მოწმობას. ამტკიცებდნენ, რომ სისხლი გვამში რჩება თხევად მდგომარეობაში არა უმეტეს 1 საათისა. მათი აზრით წყალი გამოეყოფა სისხლს მხოლოდ გვამის სრული გახრწნის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილი გამოწვეულია ტიფით ან წყალმანკით. ეს მოსაზრება გააბათილა დოქტორმა ბარბემ, მისი დასკვნა ასეთია: შუბმა გაიარა მეექვსე ნეკნი, განგმირა მეხუთე ნეკნთაშორისი პლევრა და ფილტვი, შემდეგ პერიკარდიუმი, რომელშიც გული ისეა მოთავსებული, როგორც პარკში, და უწია მარჯვენა წინაგულს. სიკვდილის შემდეგ სისხლი გროვდება წინაგულში. თუ შუბით განგმირვა მოხდებოდა მარცხენა მხრიდან, მაშინ შუბი გაივლიდა ფილტვებში, ის შეიკუმშებოდა და აღარ მისცემდა სისხლს გამოდენის საშუალებას.
სისხლი გულიდან გამოვიდა პერიკარდიალურ სითხესთან ერთად ფილტვის ღრუს მეშვეობით, რომელიც სხეულში ღიად მოჩანს. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სახარებისეულ მონათხრობს.
სასამართლო ექსპერტ-მედიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარდაცვალების შემდგომი პროცესების კვალი შეწყდა დაახლოებით 40 საათის შემდეგ, ეს კი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ზუსტ თარიღს ნიშნავს, სახარებისეული მონათხრობის მეცნიერულად გადამოწმებულ დადასტურებას (სამი დღის საათობრივი ჯამი 36 საათს შეადგენს). კრიმინალისტებისა და მედიკოსების ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა სუდარა იმგვარად დატოვა, რომ არ შეჰხებია მასზე გადასულ სისხლის ლაქებსა და პერიკარდიალურ სითხეს. სავარაუდოდ, იგი სუდარიდან გავიდა ისევე, როგორც გაიარა ჩაკეტილ კარს მიღმა, როცა თავის მოწაფეებს გამოეცხადა, ხოლო საფლავის ქვა გადაგორებული იყო არა თავად მაცხოვრისათვის, არამედ მის სანახავად მისული მენელსაცხებლე დედებისა და მოწაფეებისათვის.
რა დასკნები გაკეთდა სუდარის მიკროსკოპული ანალიზის შედეგად?
1973 წელს შვეიცარელმა კრიმინოლოგმა მაქს ფრეიმ ლაბორატორიული ანალიზისათვის სუდარიდან მტვერი აიღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა დაახლოებით 49 მცენარის თესლი. ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა, რომ შემორჩენილი თესლებიდან 13 ეკუთვნის ენდემურ მცენარეს, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს აუზში, იერუსალიმთან ახლოს. აღნიშნული მცენარეები ყვავილობენ მარტსა და აპრილში, ეს კი ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა. რამდენიმე სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ევროპაშიც იზრდებიან. დოქტორ ფრეის აზრით, სუდარამ „მოიარა“ ძველი პალესტინა, ასევე ძველი ქალაქები ედესი და კონსტანტინოპოლი. 1995 წელს ზემოთქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბოტანიკოსმა კოსმა დენინმა.
1993 წელს ეთნოლოგმა რებეკა ჯეკსონმა გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ ტურინის სუდარად გამოყენებულია ტილო, რომელიც თავდაპირველად იყო გადაფარებული იმ მაგიდაზე, სადაც საიდუმლო სერობა გაიმართა. იუდეველები პასექისათვის იყენებენ მხოლოდ ახალ სუფრას. რებეკა ჯეკსონის აზრით იოსებ არიმათიელი იყო წევრი ოფიციალური ებრაული დამკრძალავი საზოგადოების (Chevan Kidusha) და ამ გზით მას შეეძლო ფორმალურად მოეთხოვა უფლის სხეული პილატესაგან; მას არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა მზის ჩასვლამდე ებრაული კანონების შესაბამისი ტილო მოეპოვებინა, რომელიც მაცხოვრის სხეულის გასახვევად გამოდგებოდა; ამიტომ გამოიყენა სუფრა, რომელიც საიდუმლო სერობისას მაგიდაზე იყო გადაფარებული. საგულისხმოა, რომ სუდარა, ერთი მხრივ, ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ებრაული დასაფლავების რიტუალისათვისაა საჭირო, მეორე მხრივ კი მას აქვს ისეთი ზომა, რაც პასექის დღესასწაულზე 13 ადამიანზე გაშლილ მაგიდაზე მისი სუფრად გამოყენების საშუალებას იძლეოდა.
თუ შეიძლება, მოგვიყევით სუდარაზე სამგანზომილებიანი გამოსახულების შესახებ…
მეცნიერებისთვის უმთავრეს გამოცანად რჩება სუდარაზე ქრისტეს სამგანზომილებიანი გამოსახულების არსებობა. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედის განმავლობაში გრძელდებოდა, სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე დაახლოებით 10 მიკრონია. 1978 წლის ცნობილი გამოკვლევებისას მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად, რომელიც თან ახლდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას. ამგვარ მოვლენას ადგილი ჰქონდა ხიროსიმასა და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბის აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირდა ე.წ. “მუდმივი ჩრდილები”. რუსეთის და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიური გამოსხივების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს. ცნობილმა რუსმა ფიზიკოსმა ა. ბელიაკოვმა დაამუშავა თეორია, რომელსაც ”ცეცხლოვანი სხეულის თეორია” ეწოდა: აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე აღიბეჭდა გამოსახულება ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა (სუდარისა და სხეულის განცალკევების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი). ქრისტეს სხეული სუდარიდან სინათლის სახით გავიდა! მეცნიერები ამ ცეცხლოვან ნათებას უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ ღვთაებრივ ცეცხლს. არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ღვთაებრივი ცეცხლი თავდაპირველად იწვევს მხოლოდ პატრუქის წვას და არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. ცეცხლოვანი სხეულის თეორია ხსნის არა მარტო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს, არამედ პასუხს სცემს სუდარის ასაკთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვასაც – საუბარია რადიოიზოტოპური ანალიზით ჩატარებულ კვლევაზე, რომელმაც სუდარის მცდარი ასაკი (XIII-XIV საუკუნე) განსაზღვრა: მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის სხეულის ნათებამ თავისთავად დიდი გავლენა იქონია სუდარის ქსოვილის ატომურ შემადგენლობაზე, რამაც გამოიწვია მასში ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის C14-ის კონცენტრაციის ისეთ ნიშნულამდე მატება, რაც ანომალურია პირველი საუკუნით დათარიღებული ქსოვილისათვის.
გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს უხდებათ შეისწავლონ ისეთი მოვლენები, რომელთა გამეორებაც არ შეუძლიათ თავიანთ ლაბორატორიებში. ერთი სხეულებრივი ფორმიდან მეორეში გადასვლა მიმდინარეობს ისეთი ატომურ-მოლეკულური პროცესებით, რომლებიც სცილდება ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებს, მაგრამ თავად ფაქტი მაცხოვრის აღდგომისა უდავოა!
მნიშვნელოვანია, რომ ტურინის სუდარის ერთი ზუსტი ასლი ინახება საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში. იგი საგანგებოდ აშენებულ ეკვდერშია დაბრძანებული. „ამბიონი“ საქართველოში არსებული უდიდესი ქრისტიანული რელიქვიის ასლის შესახებ თემის გაგრძელებას შემოგთავაზებთ.
წყარო "ამბიონი"
წალკა-ბერთა-წალკის წყალსაცავი
Комментариев нет:
Отправить комментарий