პროექტი: " ზღაპარ იყო.... "
პროექტის სახელი: ზღაპარ იყო....
პროექტის მიზანი: თოჯინების თეატრის გაცნობა. მოსწავლეები შეძლებენ მათთვის საყვარელი ზღაპრის -"დათუნია დრუნჩას" გაცოცხლებას თოჯინების დახმარებით და ამ სპექტაკლის წარდგენას დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის.
პროექტის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას თოჯინების თეატრის შესახებ. იგი მოსწავლეებს სთავაზობს მოაწყონ თოჯინების თეატრი, დადგან სპექტაკლი და ჩაუტარონ ის I, II, III, IV კლასების მოსწავლეებს. მოსწავლეები მათთვის ნაცნობი ზღაპრებიდან ირჩევენ დასაწყისისათვის პატარა, მარტივ ზღაპარს-" დათუნია დრუნჩას". მასწავლებლის დახმარებით დახატავენ ზღაპრის გმირებს, შეარჩევენ დეკორაციებს,სიმღერებს, ინაწილებენ როლებს. მასწავლებელი ეხმარება სპექტაკლის დადგმაში.
მოსწავლეთა ასაკი: 12 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები : თოჯინების თეატრის სცენის მოწყობა. როლების განაწილება და დასწავლა. თოჯინების დამზადება. სიმღერების მოძიება და შესწავლა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ფანტაზიის, ხელის მოტორიკის, მეტყველების, თეატრში ქცევის წესების, მოსმენის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
სარგებელი სხვებისთვის: სპექტაკლს ნახავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, მუსიკა.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხიდაშელი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: khidashelinino@ gmail. com
სასწავლი პროექტი: "მათემატიკური ჟურნალი"
პროექტის სახელი: მათემატიკური ჟურნალი
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა მიერ მათემატიკის, როგორც მეცნიერების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიემა, გაგება და მისი პრაქტიკაში გამოყენება, ახალი რესურსის შექმნა.
პროექტის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის იდეას, მათემატიკის, როგორც მეცნიერების უკეთ შესწავლის და მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით გამოუშვან მათემატიკური ჟურნალი. მოსწავლეები პედაგოგთან ერთად არჩევენ ჟურნალის სახელს, დიზაინს და თემატიკას. იყოფიან ჯგუფებად და მუშაობენ შერჩეულ თემებზე. დამუშავებული თემები ჟურნალის რედაქტორის მიერ იწერება ჟურნალში, იქვე თავსდება შესაბამისი ილუსტრაციებიც. ჟურნალთან ერთად მოსწავლეები პედაგოგის დახმარებით ამზადებენ იგივე თემებზე ელექტრონულ პრეზენტაციებს ფართო მასისთვის წარსადგენად.
მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები : ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან, ელექტრონული პრეზენტაციების მომზადება, პრეზენტაციის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევის, გაანალიზების, სოციალური უნარ- ჩვევები.
სარგებელი სხვებისთვის: მოძიებულ მასალას წარვუდგენთ სხვა კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს. შესაძლებელი იქნება ჟურნალის მრავალჯერადი გამოყენება საჭიროების შემთხვევაში.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ხიდაშელი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: khidashelinino@ gmail. com
Комментариев нет:
Отправить комментарий