VIII

XII კლასი

2019 - 2020  სასწავლო წელი

სულ რამოდენიმე დღე და   2019-2020 სასწავლო წელიც  დაიწყება.
 წელი, რომელიც ბოლო იქნება თქვენს სასკოლო ცხოვრებაში.
 ბავშვობაც და მოსწავლეობაც  დასრულდება!

ჩემო საყვარელო ბავშვებო!
გისურვებთ ეს წელი საინტერესოდმხიარულად , მიზანდასახულად   და ნაყოფიერად გაგეტარბინოთ. წინ აბიტურიენტობის დიდი გზა გელით, რომელიც თქვენგან დაუღალავ შრომას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის ნაყოფს აუცილებლად მოიმკით თუ არ იზარმაცებთ!
  აგსრულებოდეთ დასახული მიზნები!
                                                                                     
                                                                          დიდი სიყვარულით,                                                                                                                       თქვენი ნინო მასწ.





ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის.....










სასწავლო წლის პირველი დღე







დაიწყო ახალი 2019-2020 სასწ. წელი.  ჩვენს კლასში სიით ირიცხება  12 მოსწავლე


  1. .ასპანიძე არსენი 
  2.  აფციაური მირანდა
  3.   გავრიშ მარია
  4. ზედგინიძე ლუკა
  5.  ზედგინიძე მთვარისა
  6.  ზედგინიძე  ნინო
  7.  ლაბაძე პაატა
  8.  მაისურაძე ელენე
  9.  ქიმერიძე ნანა
  10.  ჯვარიძე გიორგი
  11.  გაჩეჩილაძე ქეთევანი
  12.  ჩილინგაროვი მარიამი 
აფციაური მირანდა FLEX გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა აშშ.-ში და სამწუხაროდ წელს ჩვენთან არ იქნება. უამრავ წარმატებას  და მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ მას!



2019 წლის 17 სექტემბერი
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე:

1.  კლასის ხელმძღვანელის წლიური სამუშაო გეგმის გაცნობა,
2.   სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების  გაცნობა,
3.   სახელმძღვანელოების დარიგება ,
4.  მორიგეობის სიის შედგენა,
5.  გაკვეთილების ცხრილის ჩაწერა,

6. კლასის  აქტივის   არჩევა.

გასული წლებისაგან განსხვავებით წელს ფრიად დატვირთული წელი გვაქვს, ამიტომ კლასის საათების ჩატარება გადავწყვიტეთ თვეში ერთხელ და დიდი ნაწილი დავუთმოთ ბოლო ზარისათვის მზადებას.


                                       20 სექტემბერი

კლასის საათი: "ჩემი მომავალი პროფესია"
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ პროფესიებზე და ვის რა პროფესიის არჩევა სურს. წარმატებებს გისურვებთ თქვენი არჩევანის განხორცილებაში! 


სამწუხაროდ კლასის საათებს ვეღარ ვატარებთ სისტემატურად რიგი მიზეზების გამო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი  ისევ არსებობს ახალი და საინტერესო თემების მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე ელექტრონულად მოგაწოდოთ ინფორმაცია, თქვენ გაეცნობით და შემდეგ ვიმსჯელოთ. 
                                                                                   პატივისცემით, ნინო მასწ.




                                    22 ოქტომბერი

კლასის საათი: "მე მიყვარს..."
 უამრავი რამ შეიძლება ითქვას სიყვარულზე, ჩვენც ბევრი გვისაუბრია, ახლა კი გოდერძი ჩოხელის  უმისამართო წერილი "მე შენ მიყვარხარ მინდა შემოგთავაზოთ  დასაფიქრებლად და მსჯელობისათვის.


         


                                   19 ნოემბერი

კლასის საათი: "ოჯახი ჩემი დასაყრდენი"

უკანასკნელი სურვილი (იგავი)


ცოლ-ქმარი საკრუიზო ლაინერით მოგზაურობდა, რა დროსაც ლაინერმა კატასტროფა განიცადა. ცოლ-ქმარმა გაჭირვებით მიაღწია სამაშველო ნავებამდე, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი…
სამაშველო ნავზე ქმარი გადავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა. სანამ ოკეანის წყლით დაიფარებოდა, ცოლმა ძალა მოიკრიბა და ქმარს უკანასკნელი ფრაზა გასძახა, – აქ მასწავლებელმა თხრობა შეწყვიტა და თავის მოსწავლეებს კითხვა დაუსვა:
– ბავშვებო, თქვენი აზრით, რა დაუძახა ცოლმა ქმარს უკანასკნელად?
ვერსია ბევრი გაჩნდა:
– უსინდისო ხარ, ინანებ;
– შენც დაისჯები ოდესმე;
– ღმერთი არ შეგარჩენს…
ამ დროს ერთმა მორიდებულმა ბიჭმა ჩუმად ჩაილაპარაკა:
– გაუფრთხილდი ჩვენს შვილს…
– მართალი ხარ, – შეაქო მასწავლებელმა, – იცოდი ეს ისტორია?
– არა, უბრალოდ ეს სიტყვები უთხრა მამას დედამ სიკვდილის წინ.
მასწავლებელმა ცრემლების შეკავება ვერ მოასწრო და გვერდით უხერხულად მიატრიალა თავი. რამდენიმე წამში კი გააგრძელა:
– მოკლედ, გემი ჩაიძირა. ქმარი სახლში დაბრუნდა, სადაც მათი შვილი – თვეების გოგონა ელოდებოდა. მთელი ცხოვრება მას დაუთმო, მარტო ზრდიდა და არაფერი დაუკლია…
გავიდა წლები. და როცა მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მის საბუთებში ქალიშვილმა დღიური იპოვა. ბოლო ჩანაწერი ასეთი იყო:
„როცა მისი საშინელი დიაგნოზი შევიტყვეთ, რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, ჩვენს უკანასკნელ საერთო მოგზაურობაში წასვლა გადავწყვიტეთ. დრო აღარ ჰქონდა… ღმერთო, როგორ მინდოდა, მასთან ერთად დავშვებულიყავი ოკეანის ფსკერზე, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი – მე სახლში ჩვენი გოგონა მელოდებოდა.“
მთელი კლასი სულგანაბული ისმენდა ამ სიტყვებს. და ალბათ ბევრმა გაიაზრა, როგორი უსამართლობაა ადამიანის განსჯა მხოლოდ ზედაპირული საქციელით, როცა არ იცი, სიღრმეში რა არის დაფარული…
წყარო.
გთავაზობთ ნაწყვეტს მარიამ ადამაშვილის მონათხრობიდან: 
მშობლებთან დაკავშირებული ადრეული გამოცდილებები წარმართავს ჩვენს ცხოვრებას… ისინი ჩვენი ორიენტირებია…  ჩემი მშობლები ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მე საკუთარი თავი ვიპოვო ცხოვრებაში და ყოველთვის პატივს სცემენ ჩემს არჩევანს… მათ მასწავლეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვების ცხოვრების დაფასებაც და პატივისცემაც… ყოველთვის ესმით ჩემი და მხარს მიჭერენ ყოველ ჩემს არჩევანში…. ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე საიმედო დასაყრდენი, ჩემი ციხესიმაგრეა…
თქვენ როგორ ფიქრობთ?  


ყველა  შევიკრიბეთ  და სამახსოვრო სელფი გადავიღეთ!
მიყვარხართ ბავშვებო!












  












                                      21 დეკემბერი
კლასის საათი: "ჩვენი ტრადიციები ...."
        ტრადიცია  არის ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წარმოდგენები, რიტუალები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის შიგნით ან თაობაში.
   უამრავი კარგი ტრადიცია არსებობს. ზოგიერთი მათგანი ჩვენი ნაციონალურია, თუმცა  ისეთი "ტრადიციებიც" გვაქვს, რომლებიც სხვა ერებიდან  გადმოვიღეთ იმიტომ, რომ მოგვწონს, მისაღებია ჩვენთვის.ერთ- ერთი "ტრადიცია''-  "საიდუმლო სანტაფინალამდე მივიყვანეთ, ერთმანეთს გადავეცით სამახსოვრო საჩუქრები და  ვუსურვეთ კეთილი სურვილები.
ბოლოს შევაჯამეთ პირველ  სემესტრში ჩატარებული სამუშაო.



 და  წლის ბოლო აქტივობა












 გილოცავთ ახალ 2020 წელს!








                                         27  თებერვალი 
ასე ვემზადებით ბოლო ზარისთვის


ვემზადებოდით, თუმცა გამოჩნდა უჩინარი მტერი  კორონა ვირუსის სახით და ყველაფერი თავდაყირა დააყენა .... 
წელს სკოლას ალბათ ასეთ საგანგებო ვითარებში დავამთავრებთ , არც ბოლო ზარი, არც ექსკურსია, თუმცა მთავარი ჯანმრთელობაა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! 


ყველაფერი კარგად იქნება!
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება.
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!


როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას

შენი ცხოვრებაც ისე იქნება.

გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის

და ყველაფერი კარგად იქნება!



ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში

განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;

ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად

და ყველაფერი კარგად იქნება!



როცა ვარდები დეპრესიაში

და შენი ტანჯვა ატყობ იწყება

მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი,

ყველაფერი კარგად იქნება!



რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები

შენი სიცოცხლის წუთი ითვლება

რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ

ყველაფერი კარგად იქნება!



თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,

ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება;

ის მოწყალეა ყველა ცოდვილის

და ყველაფერი კარგად იქნება!



როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს

და შენი გული ბოღმით ივსება,

ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი:

ყველაფერი კარგად იქნება!



დიდი ნიჭია თავშეკავება

ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,

როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ

ყველაფერი კარგად იქნება!



როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას

და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,

სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ

ყველაფერი კარგად იქნება!



როდის იქნება? როგორ იქნება?

როცა კითხვები გულში ისმება,

ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს

ღმერთის წყალობით

ყველაფერი კარგად იქნება!




სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი

უწმინდესი და უნეტარესი ილია II



 19 მარტი 

კლასის საათი: "უხილავი მტერი"

უხლავი მტერი- კორონა ვირუსი, მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში  და 
ჩვენი ცხოვრებაც შეცვალა, გეგმები ჩაგვიშალა და ოცნებებიც შავ-თეთრი გახადა, 
სახლშიც გამოგვკეტა საკუთარი და სხვისი უსაფრთხოების გამო, მაგრამ ყველაფერს
 გაგებით უნდა შევხვდეთ და მომავალზე ვიფიქროთ!

                                                და მაინც რა არის COVID-19?

სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს (კორონა) ჰგავს; კორონა ეწოდება მზის ანალოგიურ 
მახასიათებელსაც. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს და
 იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს
„ახალი“ კორონავირუსი (CoV) არის კორონავირუსის ახალი შტამი.კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთის ქალაქში უხანი და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“ .
როგორ ვრცელდება COVID-19 ვირუსი?
 დაინფიცირებული ადამიანები სუნთქვისას, საუბრისას, ხველების ან დაცემინებისას წარმოქმნიან ციცქნა რესპირატორულ წვეთებს, რომელთა საშუალებითაც ვირუსი ჰაერში ვრცელდება.
რესპირატორული წვეთების დიდი ნაწილი ერთი მეტრის მანძილზე დაბლა ეცემა.
 ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება 
მარტივი დეზინფიცირებისას.
რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?
სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია 
ან სუნთქვის გაძნელება.პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ფაღარათი. ამჟამინდელი მონაცემებით, სიმპტომები ვლინდება ორგანიზმში ვირუსის შეღწევიდან 2-14 დღემდე პერიოდში.ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით დაინფიცირების დასადასტურებლად  აუცილებელია სპეციალური გამოკვლევა. 

როგორ შეგვიძლია თავის დაცვა?
ინფიცირებისგან თავის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა იმ ზოგადი 
ინსტრუქციების გათვალისწინება, რასაც ექსპერტები გრიპის სეზონებზეც გვაძლევენ, 
რადგან კორონავირუსი ძირითადად იგივე გზით ვრცელდება. 
1. დაიბანეთ ხელები საპნით ხშირად.;
 2. მოერიდეთ საკუთარ სახეზე ხელების შეხებას; 
 3. დაიცავით სულ მცირე 1,8-მეტრიანი მანძილი ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც 
ახველებს ან აცემინებს.
 4.დახველების ან დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ ნაგვის 
დახურულ ურნაში.
დარჩი სახლში #Covid-19 - Home | Facebook                                              
 * რა გასწავლათ ამ ახალმა ვირუსმა?
 * ამ მოცალეობის ჟამს ხომ არ აღმოაჩი-
ნეთ თქვენს თავში ახალი უნარი?
 * ხომ არ გაგიჩნდათ ახალი ჰობი?
 და ბოლოს, ჩემი რჩევა: ის დრო რომელსაც სახლში ატარებთ გამოიყენეთ რაციონალურად!



                                                         23 აპრილი
  კლასის საათი: "დედამიწის დღე"
 ყოველწლიურად, 22 აპრილს დედამიწის დღე  აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. ნელსონმა მისი სამსახურისთვის მოგვიანებით თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
გთხოვთ, უყუროთ ვიდეორგოლს!

                        

ამ ვიდეორგოლში ნათლადაა წარმოდგენილი ადამიანის ზემოქმედება ტყეზე გამოქვაბულის ყოფიდან დღემდე.(ექვილიბრიუმი–წონასწორობა)
*რა არის ამ ვიდეორგოლში ასახული მთავარი პრობლემა? 
* რა არის მედია რესურსის მთავარი გზავნილი?


ბოლო  კლასის  საათი

14 მაისი
რა დაგრჩათ სათქმელი....


     სულ ცოტაც და 20 მაისს დამთავრდება სასწავლო წელიც და სასკოლო ცხოვრებაც.  ეს დღე სკოლაშიც და თქვენთვისაც საზეიმო,თუმცა სევდიანი და ემოციებით დათვირთული უნდა ყოფილიყო, უნდა დამშვიდობებოდით მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს, ბავშვობას და დარეკილიყო ბოლო ზარი თქვენთვის და უამრავი თქვენი თანატოლისთვის, მაგრამ......
     „კორონამ“ ცხოვრების წესი და სტილი შეგვიცვალა და ეს დღე, რომელსაც  მთელი 12 წელი  მოუთმენლად ელოდით, სამწუხაროდ  არ იქნება ისეთი როგორზეც ოცნებობდით, გეგმავდით. გინდოდათ ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული  ბოლო ზარი გქონოდათ და ნაწილობრივ ასეც გამოვიდა.
     აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე სათქმელი ალბათ ბევრი დაგრჩათ-უპირველესად, გამოსამშვიდობებელი, წრფელი გულით ნათქვამი  სიტყვები პედაგოგებისათვის, რომლებსაც  დიდი ამაგი მიუძღვით თქვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაში და ნამდვილად იმსახურებდნენ მათ.   და ვინ იცის კიდევ რა....
    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად რვა საინტერესო წელი გავატარეთ, უამრავი თემა მიმოვიხილეთ ჩვენს კლასის საათებზე, თავისუფალ დროსაც  ბევრი გვიმსჯელია და გვისაუბრია სხვადასხვა საკითხზე, მაინც კიდევ ბევრი დამრჩა თქვენთვის სათქმელი...
    თქვენი  პატარაობა გამახსენდა - ის დღე,  როცა მე-5 კლასში პირველად  გავიცანით ერთმანეთი... წლებს წლები მიჰყვებოდა... წლები, რომლებსაც იმედი მაქვს ხშირად გაიხსენებთ სითბოთი და სიყვარულით, გაგახსენდებათ ერთად  გადალახული სიძნელეები, საყვედურები,  გაკვეთილებიზეიმები, წარმატებული სპორტული შეჯიბრებები, კონფერენციები, ექსკურსიები, კურიოზები, თითზე ჩამოსათვლელი და ისიც „დამწარებული“  შატალოები  …..
     ახლა   ეს ყველაფერი მთავრდება, ემშვიდობებით  ბავშობის ლამაზ, საოცნებო და უზრუნველ წლებს, გადადიხართ  ცხოვრების  ახალ საფეხურზე. წინ გელით სულ სხვა სამყარო, რთული და საინტერესოსადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად.  ისევ დაგარიგებთ, რომ არ შეუშინდეთ სიძნელეებს, გჯეროდეთ და იმედი გქონდეთ საკუთარი თავის!
    აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პედაგოგს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თქვენს აღზრდა-განათლებაში  და აგრეთვე თქვენს მშობლებს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.
     ჩემო პატარებო!  ასე მოგმართავთ, რადგან თქვენ, ჩემთვის ყოველთვის  პატარები იქნებით, ყოველთვის მემახსოვრებით და დიდი სიყვარულით გაგიხსენებთ.    მინდა მადლობა გადაგიხადოთ  ერთად გატარებული საინტერესო წლებისთვის, რომლებმაც მეც ბევრი რამ მასწავლა. გახსოვდეთ, რომ თქვენ ნინო მასწ.-ის სახით ყოველთვის გეყოლებათ უფროსი მეგობარი, თქვენთვის სიკეთის მსურველი, თუ საჭირო იქნება მესაიდუმლეც და დამრიგებელიც.
    „ - ლექსი მოგიძღვენით,  წინასწარ არ წაგიკითხავთ, სურპრიზი იყოსო „ -მეუბნებოდით,
  „-ისეთი არაფერი თქვათ რომ ამატიროთ-თქო“- გეუბნებოდით, ახლა კი  ამ  „დარჩენილი სათქმელის“ წერისას ვგრძნობ ცრემლები მომერია და გულიც დამიმძიმდა, ამიტომ  სურვილებზე გადავდივარ.
     ჩემო საყვარლებო! გისურვებთ ჯანმრთელობას, უამრავ წარმატებას, დასახული მიზნების ასრულებას, უსაზღვრო ბედნიერებას!  უფალს ებარებოდეთ!
   მჯერა, რომ ყველა მიაღწევთ დასახულ მიზანს და სამშობლოს ღირსეული მოქალაქეები იქნებით!                    
                                                                      

                                                                                                 მიყვარხართ, თქვენი ნინო მასწ.














20 მაისი



      









ვირტუალური ბოლო ზარი


უღრმესი მადლობა, სკოლის დირექციას, რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქ-ნ  ხ. ხმალაძეს, 
ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისათვის და გვერდშიდგომისთვის!
მადლობა თქვენ, ჩემო საყვარლებო , ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მიყვარხართ და ყოველთვის მემახსოვრებით!


    ნინო მას სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ამაგს, სიყვარულსა და სითბოს, რომელიც თქვენ ჩვენში ჩადეთ.... არ მეგონა ასე მალე თუ მოვიდოდა მე-12 კლასი და მომიწევდა თქვენთან დამშვიდობება.... ყოველთვის გიყვარდით და ზრუნავდით ჩვენზე... გასაოცარი მოგონებები, ერთმანეთის სიყვარული და ის კლასის საათები, რომლებსაც ჩვენ გვიტარებდით მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რომლებიც ჩვენ თქვენგან მიგვიღია...  სკოლის მოსწავლეები ჩვენი და სხვა სკოლებიდან ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ განსხვავებული ბავშვები ვიყავით და უკვირდათ კლასელებს ერთმანეთი ასე რომ გვიყვარდა. ეს სიყვარული და ურთიერთობა ბავშვებს შორის თქვენი დამსახურეება... თქვენ ჩემი იდეალი ხართ თუ როგორი შეიძლება იყოს საუკეთესო კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი...  ყველაფერი კარგი რაც ჩვენზე უთქვამთ, თქვენი დამსახურებაა, ხოლო თუ რამე ცუდი უთქვამთ, ეს ისევ იმის ბრალია, რომ არ დაგიჯერეთ და გადავწყვიტეთ ჩვენ როგორც გვინდოდა ისე გაგვეკეთებინა... ყოველთვის გვიცავდით და კლასის საათები, რომლებსაც გვიტარებდით (და რომლებიც ძალიან მენატრება) გვასწავლიდა თუ როგორები უნდა ვყოფილიყავით რომ ადამიანი გვრქმევოდა... თქვენს გამო იყო ჩვენი კლასი ყოველთვის შეკრული და სასახელო.... ახლობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ დაწყებითებშიც და შემდეგაც ჩვენ საუკეთესო დამრიგებლები გვყავდა.... თქვენ უზარმაზარი წვლილი მიგიძღვით ჩვენს მიერ მიღწეულ წარმატებებში....  გმადლობთ, რომ ეს 8 წელი წუთითაც არ დაგიტოვებივართ და მუდამ ჩვენს გვერდით იყავით.... ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით.... დიიიდი დიდი უღრმესი მადლობა...

                                                                                                                                   /ნინო ზედგინიძე/




ნინო მას მოგვენატრებით! 

მადლობა, გაწეული ამდენი შრომისათვის!
ყოველთვის გვემახსოვრდებით როგორც საუკეთესო მასწავლებელი მთელს   მსოფიოშიიი...
ალიან მიყვარხარხართ და გაფასებთ! 😍 😍

                                                                                                                  /მთვარისა ზედგინიძე/





Комментариев нет:

Отправить комментарий