ახალი სკოლის მოდელი 2021-2024
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ეს გეგმა საინტერესო იმით არის, რომ გათვალისწინებულია ცნებებით სწავლება, ანუ ცნებების დამუშავება და თემატური დაგეგმვა. მოსწავლეები და მასწავლებლები მუშაობენ თემებზე, მსხვილ თემატურ ბლოკზე, ერთ ცნებას ამუშავებენ სხვადასხვა თემის ფარგლებში და ეს ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის ცოდნა გახდეს უფრო მოქნილი და მოსწავლეს ეხმარება ერთ საგანში მიღებული ცოდნა სხვა საგანშიც გამოიყენოს.ცნებებზე ორიენტირებული სწავლება, თემატური დაგეგმვა და კომპლექსური დავალებები არის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კომპლექსურ დავალებებს, რადგან ის მოითხოვს დეკლარატიული, ფუნქციური და პირობისეული ცოდნის გამოვლენას. ეს არ არის მხოლოდ სტატიკური ცოდნა, ის ავითარებს უნარებს, მათ შორის – ტრანსფერის უნარს, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. საგნობრივი ექსპერტები მუშაობენ მასწავლებლებთან, დგება საგნის კურიკულუმები და ამაზე დაყრდნობით დგება სკოლის კურიკულუმი. ყველა სკოლას ექნება თავისი კურიკულუმი.
Комментариев нет:
Отправить комментарий