რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა?
როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები. ამავე დროს უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში.
რას ნიშნავს ზუსტად „მშობელთა ჩართულობა“?
ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც
შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების
გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების
მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.
ამ დროს:
მშობლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს შვილის სწავლის პროცესში;
მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი
პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებაში.
„მშობლის ჩართულობა“ შეიძლება გულისხმობდეს:
შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას;
ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან;
სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას;
მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას;
საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლის დახმარებას;
მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა სკოლის ცხოვრებაში
მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილლგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
პატივისცემით ნინო მასწავლებელი

ძვირფასო მშობლებო!
გთხოვთ, თქვენი შვილების წარმატებისათვის მეტად ჩაერთოთ სასკოლო ცხოვრებაში. ჩვენი ურთიერთობა იყოს რეგულარული, საქმიანი, ნაყოფიერი და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მშობელთა კრებებით.ველი თქვენს შენიშვნებს, წინადადებებს, სურვილებს.პატივისცემით ნინო მასწავლებელი
მშობელთა კრება №1
21. 09. 2016 წელი
დღის წესრიგი:
1. სკოლის შინაგანაწესისა და მშობელთა უფლება-მოვალეობების გაცნობა;
2. სახელმძღვანელოების განაწილების შესახებ;
3. დამრიგებლის სამუშაო პროგრამის გაცნობა;
4. მშობელთა კომიტეტის არჩევა;
5. სხვადასხვა
Комментариев нет:
Отправить комментарий