VIII

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PriEd ფასილიტატორი


http://jipraid2015.blogspot.com/


საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი    
  G-PriEd .
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5-წლიანი პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა დაწყებით კლასების (I-VI) მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესებაში კითხვასა და მათემატიკაში. G-PriEd-ი ასევე ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ინოვაციური ტრენინგპროგრამისა და სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების დანერგვასა და განხორციელებაში. 2012 წლიდან პროექტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შექმნა და შერჩეულ საჯარო სკოლებში დანერგა უამრავი რესურსები, რომლებიც ხელს უწყობს გააზრებული კითხვისა და მათემატიკის სწავლას ადვილს, ცოცხალსა და აქტიურს ხდის სასწავლო პროცესს.  ინოვაციური მეთოდების გამოყენება გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს კითვასა და მათემატიკაში დაწყებით კლასებში.

2015 წელს ჩვენი სკოლა ჩაერთო ამ პროექტში და მე დამევალა მათემატიკის მიმართულების ფასილიტაცია( 17 სასწავლო სესიისა და მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის 6 შეხვედრის ჩატარება).

G-PriEd-ის რესურსების პორტალია  www.kargiskola.ge. იგი წარმოადგენს პორტალს, სადაც თავმოყრილია დაწყებითი 1-6 კლასების კითხვისა და მათემატიკის მრავალფეროვანი / ინოვაციური საგანმანათლებლო სწავლებისა და სასწავლო მეთოდური ინტერაქტიური რესურსები. მიღებული უკუკავშირისა და დაგროვებული გამოცდილების გათვლისწინებით, აპრობირებული და შერჩეული რესურსები, მეთოდები და ინსტრუმენტები თავმოყრილია ამ პორტალზე იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ხელმისაწვდობი გახდეს სასწავლო რესურსები, მარტივი გახდეს კვალიფიკაციის ამაღლება და იმ ინოვაციური მეთოდების გამოყენება, რომლებიც გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს კითვასა და მათემატიკაში დაწყებით კლასებში.






















              ფასილიტატორის გზამკვლევი
ჩვენ მიერ გაკვეთილზე გამოყენებული კონსტრუქტივისტული გაკვეთილის აქტივობები:





















ჩვენი შექმნილი რესურსები


















Комментариев нет:

Отправить комментарий