VIII

სადამრიგებლო პროგრამა



სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

> აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;

> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;

> თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.

სადამრიგებლო საათის ფუნქცია
სადამრიგებლო  საათი  არის დამრიგებლის  უშუალო   ურთიერთობის  დრო თავის
აღსაზრდელებთან. სადამრიგებლო  საათი  ეს არის კლასის  დამრიგებლის  ორგანიზებული საქმიანობა, რომლის მიზანია მოსწავლეთა პიროვნული აღზრდა,
ღირებულებათა სისტემის,  მოქალაქეობრივი  ცნობიერების  ფორმირება.
სადამრიგებლო  საათის  ძირითადი  ფუნქციებია:
საგანმანათლებლო- სადამრიგებლო  საათი აღრმავებს  ცოდნას  ეთიკის,  ფსიქოლოგიის,
სამოქალაქო  განათლების  სფეროსა  და სხვა საკითხებში;
მაორიენტირებელი - სადამრიგებლო  საათი  მოსწავლეებს  ეხმარება  ღირებულებათა
იერარქიის  ფორმირებაში;
წარმმართველი- დამრიგებელი  ეხმარება  აღნიშნული  ღირებულებების  არა მხოლოდ
ფორმირებაში,  არამედ  მათ განხორციელებაში.

სადამრიგებლო საათის დაგეგმვა
სადამრიგებლო  საათის  ჩატარებამდე,  აუცილებელია  მისი  დაგეგმვა. უნდა
განისაზღვროს  თემა,  მიზანი,  მეთოდები,  საჭირო  რესურსები  და ასევე  ადგილი
სადაც  გაიმართება  სადამრიგებლო  საათი (შესაძლოა  მისი  ჩატარება  სკოლის გარეთ.
მაგ., ექსკურსიაზე).
 აუცილებლად  უნდა  განისაზღვროს  სადამრიგებლო  საათის  თემა.
 სადამრიგებლო  საათის  მიზანი- რა ცოდნა, უნარ - ჩვევები  უნდა  განუვითარდეს
მოსწავლეს  აღნიშნული  საათის  შემდეგ;
 მიმდინარეობა- როგორ   დაიწყება  საუბარი,  რა აქტივობები  იქნება  დაგეგმილი,
რა მეთოდებით  მოხდება თემის  გაცნობა  და დასახული  მიზნის  მიღწევა;
 დროის  განაწილება- რამდენი  შეხვედრა  იგეგმება აღნიშნულ  თემასთან  დაკავშირებით. რა  დრო დაეთმობა კონკრეტულ  შეხვედრაზე  თითოეულ  აქტივობას;
 რესურსები - რის გამოყენებას  ვაპირებთ  კონკრეტული  საათის ჩატარების დროს. ლიტერატურა, სამუშაო  ფურცლები,  ტელეფილმი,  ინტერნეტი;
 თვითშეფასება- რა იყო კარგი?  საინტერესო? რისი  გაუმჯობესებაა  საჭირო?
 მოსწავლეთა  შეფასება- რა იყო საინტერესო?  რა დამამახოვრდა  ყველაზე  მეტად?



სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;

2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

დამრიგებლის  მუშაობის  მეთოდები
დამრიგებელმა  სადამრიგებლო  საათზე,  შესაძლოა,  სხვადასხვა  მეთოდი  გამოიყენოს:
`მინი~ლექცია  - ვერბალური  ახსნის  მეთოდი, დისკუსია,  შემთხვევის  განხილვა, ექსკურსია, გონებრივი  იერიში, პრეზენტაცია, როლური  თამაში.



                                           
                                               7-ბ კლასი
                            დამრიგებელი-ნ. ხიდაშელი



                    
                         შესასრულებელი   საკითხები
 დრო 


შემსრულებელი

1


2

 3


4

 5

)
)
გ)

 6


7


8


9

10
11

12

13
14
ა)

ბ)
        მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა და მონაცემთა ბაზის შექმნა.
      სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების მოსწავლეთათვის გაცნობა.
     საკლასო ოთახის მოწესრიგება, კლასის აღჭურვა სათანადო ინვენტარით

    მოსწავლეთა უზრუნველყოფა  სახელმძღვანელოებით.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:

კლასის  აქტივის არჩევა
საორგანიზაციო კუთხის მოწყობა
მორიგეობის დაწესება კლასში

გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და მონიტორინგი

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების  აღრიცხვა  და კონტროლი
აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობის ჩატარება.
 მოსწავლეთა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
სკოლის ფსიქოლოგთან  და
საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობა.
კლასის საათების ჩატარება.

სასწავლო ექსკურსიების ორგანიზება.

საკლასო და სასკოლო ღონისძიებების ორგანიზება.
მშობლებთან მუშაობა:
მშობლებთან მუდმივი თანამშრომლობა და ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება.
მშობელთა კრებების ჩატარება


სექტემბერი


სექტემბერი



სექტემბერი


15 სექტემბრამდე


 წლის მანძილზე



წლის  მანძილზე

წლის მანძილზე


წლის მანძილზე

წლის მანძილზე

წლის მანძილზე




კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი
კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი



კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი
კლასის
ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი





               კლასის ხელმძღვანელის ანგარიში:

    მასწავლებლობა ყველაზე შემოქმედებითი პროფესიაა, რადგანაც თითოეული მოსწავლე განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე გამოცანაა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიცნოს და მოძებნოს სწავლების მისთვის საუკეთესო სტილი. 
    დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი - სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
   დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე, მას ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლასის საათების ჩატარება, რომლებსაც რეგულარულად ვატარებთ. კლასის საათებზე ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.

2014-2015 სასწავლო წელს ჩავატარეთ კლასის საათები შემდეგ თემებზე:
  •               ორგანიზაციულ საკითხები (18.09)
  •        „გვიყვარდეს ერთმანეთი“ (30.09)
  •        გარემოს დაცვა, ეკოლოგია (14.10)
  •        პრეზენტაცია „ რატომ უნდა ვისწავლოთ? (28.10)
  •        მეგობრობა (4.11)
  •        დისკუსია თემაზე: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“        (18.11)
  •        საახალწლო ღონისძიება(.12)
  •        ჩვენი შთაბეჭდილებები ახალი წლის ღონისძიებაზე (20.01)
  •       „ნინოობა“- ლექცია (27.01)
  •         დისკუსია თემაზე: „ როგორ გავხადოთ ჩვენი სასკოლო ცხოვრება უფრო        საინტერესო?“ (3.02; 10.02)
  •         თეატრი, თეატრი.....(24.02)
  •         ჩემი საყვარელი ლექსი (10.03)
  •         მე რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს...(20.03)
  •        დათუნია დრუნჩა" სასკოლო სპექტაკლისათვის მზადება(27.03)
  •        ჩემი საყვარელი წიგნი და პერსონაჟი (3.04)
  •        კლასის საათი-ღონისძიება "წიგნი ძვირფასი განძია"(17.04)
  •        დისკუსია თემაზე: საჭიროა თუ არა ჟანსაღი იუმორი? (24.04)
  •        დისკუსია თემაზე: "სოციალურიქსელები-საჭიროა თუ არა?" (1.05)
  •        ლაშქრობა (8.05)
  •       როგორ დავიცვათ გარემო?" (15.05)
  •       თეატრი "დათუნია დრუნჩა" (25.05)
  •       წლის  განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შეჯამება (5.06)
მე ვფიქრობ, რომ ეს სასწავლო წელი იყო საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი მოსწავლეთათვის.


             კლასის დამრიგებლის თვითშეფასების კითხვარი

                                 თემები
არასოდეს
იშვიათად
ხშირად
რეგულარულად
1
ვზრუნავ ეფექტურ სასწავლო გარემოს შექმნაზე




2
ვაკვირდები მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას




3
ვაკვირდები იცავენ თუ არა მოსწავლეები ქცევის წესებს




4
ვითვალისწინებ მოსწავლეთა აზრებს და შენიშვნებს




5
ვინტერესდები კლასში შექმნილი პრობლემის მიზეზებით და ვსახავ  გადაჭრის, გამოსწორების გზებს




6
ვურთიერთობ და ვთანამშრომლობ მშობლებთან





                          




Комментариев нет:

Отправить комментарий