VIII

IX კლასი

2016 - 2017  სასწავლო წელი

დასრულდა ზაფხული და გვიახლოვდება ახალი  2016-2017 სასწავლო წელი, ახალი ოცნებებით, ახალი იდეებით,ახალი იმედებით,ახალი წარმატებებით...... 

ჩემო საყვარელო ბავშვებო!
გისურვებთ საინტერესო, შემოქმედებით, ნაყოფიერ საქმიანობას!  ეს სასწავლო წელიც  წარმატებული და მრავალფეროვანი ყოფილიყოს  თქვენთვის, აგსრულებოდეთ დასახული მიზნები!
                                                                                     
                                                                              თქვენი ნინო მასწ.



ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის.....












 დაიწყო ახალი 2016-2017 სასწ. წელი. ჩვენი კლასიდან სამწუხაროდ წავიდა ერთი მოსწავლე,  თუმცა ორი მოსწავლე დაგვემატა. კლასში სიით ირიცხება  11 მოსწავლე.

11 ოქტომბერს კიდევ ერთი მოსწავლე დაგვემატა ,  კლასში 12 მოსწავლეა.

1. ასპანიძე არსენი 
2. აფციაური მირანდა
3.  გავრიშ მარია

4. ზედგინიძე მთვარისა
5. ზედგინიძე  ნინო

 6. ლაბაძე პაატა

7. მაისურაძე ელენე
8. ქიმაძე გიგი
9. ქიმერიძე ნანა
10. ჯვარიძე გიორგი

11. გაჩეჩილაძე ქეთევანი
12. ჩილინგაროვი მარიამი

 სასწავლო წლის პირველი დღე






           p.s  
სააღდგომო არდადეგები 13.04 -18.04  ნავლად  14.04 -17.04 (ჩათვლით)  ,    
დაემატა საგაზაფხულო არდადეგები       8.03 - 15.03 (ჩათვლით)

              ს                    
                                               9- კლასი
                            დამრიგებელი-. ხიდაშელი



                    
                         შესასრულებელი   საკითხები

დრო 

შემსრულებე
ლი

1

2


3



4

 5


)
)
გ)

6


7

8

9

10


11

12

13

14

ა)

ბ)
        მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა და მონაცემთა 
ბაზის შექმნა.
      სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების მოსწავლეთათვის გაცნობა.
     საკლასო ოთახის მოწესრიგებაკლასის აღჭურვა სათანადო ინვენტარით

   
 მოსწავლეთა უზრუნველყოფა  სახელმძღვანელოე
ბით.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:

კლასის  აქტივის არჩევა
საორგანიზაციო კუთხის მოწყობა
მორიგეობის დაწესება კლასში

გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და
 მონიტორინგი

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების  აღრიცხვა  და კონტროლი
აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატები
თი მუშაობის ჩატარება.
 მოსწავლეთა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
სკოლის ფსიქოლოგთან  და
საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობა.

კლასის საათების ჩატარება.

სასწავლო ექსკურსიების ორგანიზება.

საკლასო და სასკოლო ღონისძიებების ორგანიზება.

მშობლებთან მუშაობა:
მშობლებთან მუდმივი თანამშრომლობა და ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება.
მშობელთა კრებების ჩატარება
სექტემბერი


სექტემბერი


სექტემბერი




სექტემბერი


15 სექტემბ



 წლის მანძილზე

წლის  მანძილზე


წლის მანძილზე

წლის მანძილზე


წლის მანძილზე


წლის მანძილზე

წლის მანძილზე






კლასის ხელმძღვანელი

კლასის ხელმძღვანელი

კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი

კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი

კლასის ხელმძღვანელი


კლასის
ხელმძღვანე
ლი
კლასის
ხელმძღვანე
ლი

კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი

კლასის ხელმძღვანელი
2016 წლის 15 სექტემბერი
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე:

1.  კლასის ხელმძღვანელის წლიური სამუშაო გეგმის გაცნობა,
2.   სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების  გაცნობა,
3.   სახელმძღვანელოების დარიგება ,
4.  მორიგეობის სიის შედგენა,
5.  გაკვეთილების ცხრილის ჩაწერა,
6. კლასის  აქტივის   არჩევა.



28 სექტემბერი


კლასის საათი : როგორ ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ?
შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს ვთხოვ ინდივიდუალურად უპასუხონ შემდეგ  შეკითხვებს:
1. რომელი გაკვეთილის სწავლა გიყვართ ყველაზე მეტად, და რატომ?
2. რა ხერხს მიმართავთ იმისთვის, რომ მასალას უკეთ დაეუფლოთ?
3. რა ფაქტორები გეხმარებათ მეცადინეობაში?რა ფაქტორები გიშლით ხელს?

4. აქვს თუ არა მნიშვნელობა დროის ფაქტორს, რა დროს სჯობს მეცადინეობა?

შემდეგ დაფაზე ჩამოვწერეთ ფაქტორები. ვიმსჯელეთ ამ ფაქტორებზე. ვისაუბრეთ დამახსოვრების სტრატეგიებსა და სწავლის განსხვავებული სტილის შესახებ.
ბოლოს შევაჯამეთ შეხვედრა.

















კიდევ ერთი წარმატება....
ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მახარებს თქვენი წარმატებები. გისურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას და წარმატებით განცდილ სიხარულს.






5 ოქტომბერი
კლასის საათი: სასწაულები და საოცრებები
მოსწავლეების  ინტერესებიდან გამომდინარე  დღევანდელი კლასის საათი სასწაულებს და საოცრებებს მივუძღვენით.მოსწავლეებმა ერთმანეთს წარუდგინეს მათ მიერ მოძიებული სასწაულები და საოცრებები. მინდა ვაღიარო, რომ პრეზენტაციები იყო მართლაც ძალიან საინტერესო,ყველა გულისყურით უსმენდა პრეზენტატორს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბავშვებო საინტერესო თემებისათვის.ვფიქრობ,რომ დღევანდელი შეხვედრით მიიღეთ გარკვეული ცოდნა.  ბოლოს შევაჯამეთ შეხვედრა.


















თვითმმართველობის არჩევნები    7 -12 ოქტომბერი

საარჩევნო ციებ-ცხელება კლასში, კანდიდატები აცნობენ თანაკლასელებს რას გააკეთებენ სკოლის თვითმმართველობაში შესვლისას. შეხვედრაზე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეც დავპატიჟეთ.


























12 ოქტომბერი - არჩევნები







ხმის დამთვლელი კომისია ირვლის ხმებს.

ხმათა უმრავლესობით არჩეული კანდიდატი- მთვარისა ზედგინიძე











საყვარელო მთვარისა, გილოცავთ! გისურვებთ წარმატებულ და  აქტიურ საქმიანობას. 



19 ოქტომბერი

კლასის საათი: რატომ ვივიწყებთ ადამიანები?



                










26 ოქტომბერი, 9 ნოემბერი
კლასის საათი:  თვითგანვითარება
შეხვედრის I დღე
მოსწავლეებს ვეკითხები, თუ რას ნიშნავს მათი აზრით
  •  თვითაღზრდა?
  •  რა სიტყვებისგან შედგება ეს ტერმინი? 
  • რას ნიშნავს თვითაღზრდა, თვითგანვითარება,მაგ., სპორტში?
  • რა ხერხებს მივმართავთ თვითგანვითარებისა და თვითაღზრდისთვის?

შემდეგ  მოსწავლეებს ვესაუბრები, რომ ყველა ადამიანს აქვს სურვილი იყოს რაიმე სფეროში კომპეტენტური და რეალიზებული.
ადამიანებს ყოველთვის გვაქვს იდეალური – "მე" - ანუ საკუთარი თავის ხატი,
როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. "იდეალი"-  შეიძლება იყოს, რეალური ადამიანი,
ვისაც გვინდა რომ ვგავდეთ გარკვეული თვისებებით ან ვიყოთ მასსავით წარმატებული.
შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხები, თუ როგორი უნდა იყოს "იდეალი"?
ვისმენ მოსწავლეების პასუხებს და ვთხოვ მათ  წერილობით  დაახასიათონ  მათი იდეალი? რა თვისებების გამო არის ის მათთვის იდეალი?.
შეხვედრის II დღე
იდეალური ადამიანის  პორტრეტი
მოსწავლეებს ვთავაზობ მათთვის იდეალური ადამიანის პორტრეტის"შექმნას" -ოღონდ პორტრეტში მნიშვნელოვანი მხოლოდ გარეგნული იერსახე კი არ იყოს, არამედ შინაგანიც. კლასს ვყოფ ჯგუფებად.







სამუშაო 20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ჯგუფებმა წარმოადგინეს  საკუთარი ნამუშევრები.
საბოლოოდ შევადგინეთ ერთი იდეალური ადამიანის პორტრეტი.
ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ მოსწავლეებმა იდეალური ადამიანის პორტრეტის შექმნისას  აუცილებელ თვისებებში დაასახელეს:  შრომა, მონდომება, სიბეჯითე, ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა.
ჩემო პეტარებო! გისურვებთ, რომ თქვენი შრომით, მონდომებით, ბეჯითობით მიახლოებოდეთ  თქვენს  "იდეალს" .



16  ნოემბერი ,30  ნოემბერი
კლასის საათი:  ჩემი  მიზანი
შეხვედრის I დღე


                      

























მოსწავლეები წერილობით აყალიბებენ  საკუთარ მიზანს.













                                       გახსოვდეთ!









8  დეკემბერი 




 20016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ამის გამო  ჩვენს სკოლაში  რამოდენიმე ღონისძიება ჩატარდა. 8 დეკემბერს კი ჩემი კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიისა და ქართულის პედაგოგების  ხელმძღვანელობით  ჩაატარეს ღონისძიება.  ღონისძიება  იყო საკმაოდ საინტერესო, პატრიოტიზმით  და ვეფხისტყაოსანის სიყვარულით გამსჭვალული. დიდი მადლობა  პედაგოგებს: მ.გობიანიძეს და მ. დათებაშვილს,რომლებიც ეცადნენ, რომ  მოსწავლეებისათვის  დაენახებინათ კავშირი უკვდავ პოემას, ასტრონომიას, გეოგრაფიას და ისტორიას შორის.
ჩემო პატარებო, თქვენ კი უამრავ ლამაზ და საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობას გისურვებთ! მადლობა ღევანდელი ღონისძიებისათვის, იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება არასოდეს დაგავიწყდებათ.








↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔

ვამაყობ თქვენით და მახარებს თქვენი წარმატებები, კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ და  გთხოვთ, სხვებმაც მიბაძოთ მათ!






                                                                                      


↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔↔


ახალი წლის აღსავიშნავად გადავწყვიტეთ ვიქტორინის ჩატარება. დეკემბრის თვეში ვემზადებოდით საახალწლო ვიქტორინისათვის: დავწერეთ გეგმა, მოვიფიქრეთ კონკურსები, გასართობები, შევარჩიეთ სიმღერები, გავათამაშეთ "სეკრეტ" სანტა, რომლის ფინალიც  ვიქტორინის დღეს გვექნებოდა . 

27 დეკემბერი 
საახალწლო ვიქტორინა





                          
                                                                                                                                                         





              

                         
       2017   წელს!







18 იანვარი

კლასის საათზე შევაჯამეთ I სემესტრში ჩატარებული სამუშაო. გამოვყავით ძლიერი და სუსტი მხარეები. დავსახეთ  ახალი მიზნები.  მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ  ჩატარებული სამუშაო იყო საინტერესო, ნაყოფიერი და  შეაფასეს  დადებითად. 


25 იანვარი
კლასის საათი:  ჩემი  ჰობი
ჰობი არის ის საქმე, რასაც სიამოვნებით აკეთებ და ყველაზე მეტად გიყვარს.ასე განმარტეს ჩემმა მოსწავლეებმა ჰობი. დღევანდელი შეხვედრის ერთ - ერთი მიზანი იყო  მოსწავლეები ჩემთვის უცნობი კუთხითაც გამეცნო.ვფიქრობდი,რომ  ყველას ჰობი იქნებოდა განსხვავებული. თუმცა აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს მსგავსი ინტერესთა სფერო ჰქონია. მომეწონა აზრი, რომელიც მირანდამ გამოთქვა: "-შეიძლება ჰობი შემდგომში მომავალ პროფესიადაც იქცესო", ნანუკამ თქვა: "-მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ხატვის და სიმღერის გარეშეო"......













წარმარებებს გისურვებთ თქვენს საქმიანიბაში ჩემო პატარებო! 









1  თებერვალი


კლასის საათი: ჩემი არჩევანი, მომავალი პროფესია
I  შეხვედრა























მივესალმებით ცხოვრების ჯანსაღ წესს....

ვულოცავთ პაატას სპორტულ ღონისძიებაში წარმატებას!


















ვემზადებით სარვამარტო ღონისძიებისათვის........










































6 მარტი 
"ქალი ცხოვრების გვირგვინია"


ძვირფასო დედებო , დებო, ბებიებო, მასწავლებლებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დედის დღეს და ქალთა დღეს . გისურვებთ გაზაფხულივით ლამაზ ცხოვრებას  და ლამაზი ოცნებების ასრულებას.









12 მარტი 
დღეს, 12 მარტს ქალაქ ახალციხისა და ახალციხის თემის ექვსი სკოლის მოსწავლეებს „ახალციხის ციხეზე“ გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. მოსწავლეებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა.
ჩემმა  მოსწავლეებმაც მიიღეს აქტიური მონაწილეობა. წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო! 



16  მარტი

ჩვენ ვერთვებით კონკურსში "ტრადიციული ქართული თამაშობები". სტუმრად მოვიწვიეთ ბ-ნი  რეზო ანდღულაძე და მოვისმინეთ მისი მონათხრობი ტრადიციული თამაშობების შესახებ. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ სტუმარს. შემდეგ  ისტორიის პედაგოგმაც  მისი ბავშვობის დროინდელი თამაში ასწავლა, რომელიც ბავშვებს ძალიან მოეწონათ. კომპიუტერის გარდა  ჩემო საყვარლებო, ერთმანეთთან  და თანატოლებთან ურთიერთობაც არ  დაგავიწყდეთ!
საინტერესო საუბრისთვის,ახალი ინფორმაციის  მიღებისთვის,  გვერდშიდგომისათვის,ჩვენთვის დროის დათმობისთვის,   დიდი მადლობა  ბატონ  რეზოს!



















































წარმატებებს გისურვებთ!!! 







ბავშვებო,  გაუფრთხილდით  წყლის   რესურსებს!
ჩვენმა სკოლამ მოაწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით. მინდა შეგაქოთ ბავშვებო  და  მადლობა გადაგიხადოთ!.  კარგია, რომ პასუხისმგებლობას და მოვალეობას არ გაექეცით და  იზრუნეთ გარემოს  დაცვაზე!























ისე მოეწონათ შრომა, ბოლოს ცოცხსაც  კი  შემოასკუპდნენ ...😊



29 მარტი
ვაგრძელებთ მომავალი პროფესიის შესახებ საუბარს....

კლასის საათი:  მომავალი პროფესია
II შეხვედრა 
მოსწავლეების თხოვნით  ვისაუბრეთ სტივ ჯობსზე. მათ  ვუჩვენე  ფილმი  მისი ცხოვრების შესახებ. მოსწავლეები  დიდი  ინტერესით უსმენდნენ  ფილმს. ბოლოს შევაჯამეთ  შეხვედრა.







12 აპრილი 
ჩემი მოსწავლეები დაესწრნენ კონფერენციას, რომელიც  ჩაატარა   ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  პედაგოგმა  მ.გელაშვილმა.    კონფერენცია მიეძღვნა ქართული  ენის დღეს . მომხსენებლებმა-VIII კლასის მოსწავლეებმა,  საინტერესოდ ისაუბრეს ქართული  ენისა  და  ქართული დამწერლობის შესახებ.  მადლობას ვუხდით  ქალბატონ  მარინეს  და მის  მოსწავლეებს კონფერენციაზე  ჩვენი დაპატიჟებისათვის  და საჭირო ინფორმაციის  მოწოდებისათვის!

19 აპრილი
ჩვენს სკოლას განათლების მინისტრი ესტუმრა. იგი  გაესაუბრა  პედაგოგიურ  კოლექტივს , დაესწრრო  IX კლასში   შემაჯამებელ  გაკვეთილს ( მცირე ნაწილს). ჩემმა მოსწავლეებმა  მინისტრისაგან  შექება  დაიმსახურეს. მან  მოსწავლეებსაც  და  პედაგოგებსაც  ჯანმრთელობა  და  წარმატებები უსურვა. მეც  ვუერთდები  მის  სურვილს,  უამრავი  წარმატებისათვის   მიგეღწიოთ!






25  აპრილი
დღეს, პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, მე-8,მე-9 კლასის  მოსწავლეებს,მათ მშობლებსა და მასწავლებელებს, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი აღლემაშვილი შეხვდა.შეხვედრის თემა იყო "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება"
საუბარი შეეხო ისეთი ტიპის დარღვევებს, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, სიჩქარის გადაჭარბება, მობილურ ტელეფონზე საუბარი  – რა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა საქციელმა და რას ითვალისწინებს სასჯელი. 








  28   აპრილი
  ქ. ახალციხის  რესურსცენტრის  ხელმძღვანელის  ხ. ხმალაძის  ინიციატივით    IX კლასის  მოსწავლეებსახალციხის ციხეზეგასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.მათ  საქართველოს  ისტორიის შესახებ    ცოდნა  განიმტკიცეს  მუზეუმის  თანამშრომლებისა  და  მუზეუმში   წარმოდგენილი   ექსპონატების   მეშვეობით.მოსწავლეებს  განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შეხვდა.  ამ გაკვეთლის  შემდეგ     დაიგეგმა  კონფერენცია  „საქართველოს  ისტორია  და  სამცხე -  ჯავახეთი“ . ჩვენს  სკოლაში  ჩატარდა  სასკოლო  კონფერენცია, რომელზედაც   შეირჩა  ორი  საუკეთესო თემა.  მომხსენებლები  იყვნენ  გ.ჯვარიძე და  მ.აფციაური . მოსწავლეებმა  საუკეთესოდ წარმოადგინეს  თემაბი.კონფერენციის   შემდეგ  გამგეობის  წარმომადგენლებმა მოსწავლეებს  წამახალისებელი საჩუქრები  გადასცეს.
  მადლობას ვუხდით რესურსცენტრის  ხელმძღვანელობას, გამგეობას, ისტორის პედაგოგ ი.გოგატიშვილს, მოსწავლეებს  ნაყოფიერი  და  დასამახსოვრებელი  ღონისძიებისათვის.


ბავშვებო,  ვამაყობ  თქვენით, მიყვარხართ  და წარმატებებს  გისურვებთ!








3 მაისი

კლასის საათი:  მომავალი პროფესია
III დასკვნითი  შეხვედრა   მოსწავლეებს ინტერესების საკვლევი ტესტი შევთავაზე, რომელიც 78 შეკითხვისგან შედგებოდა.ტესტმა  მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მიღებული  შედეგითაც  კმაყოფილნი  დარჩნენ. 
ბოლოს შევააჯამეთ შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნარების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ადამიანის მიზანსწრაფულობაზე. რომ მიზნის დასახვა და შემდეგ შრომა მიზნის მისაღწევად, აუცილებელია. 
პროფესიის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ: 
  • პროფესიის მოთხოვნა ბაზარზე; 
  • ჩვენი უნარები, ნიჭი, შესაძლებლობები; 
  • ინტერესები; 
  • მშობლების, მეგობრების რჩევები; 
  • პროფესიის პრესტიჟულობა.

 წარმატებებს გისურვებთ ჩემო  მეგობრებო  ცხოვრების  რთულ  გზაზე!

                                            
10  მაისი
კლასის საათი:  სწრაფვა  წარმატებისკენ 
მოსწავლეებს  ვთხოვე  დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რა არის  საჭირო  წარმატებისათვის? შემდეგ შევთავაზე სადისკუსიო თემები : რა სფეროში გვინდა ვიყოთ წარმატებულნი? რა გზებს მივმართავთ წარმატებისთვის?  რა თვისებები გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?დისკუსიის  შემდეგ  მოსწავლეებმა  დაწერეს  ესე  აღნიშნულ  თემაზე, ბოლოს  შევაჯამეთ შეხვედრა და დასასრულს ვისაუბრეთ   წარ მა ტე ბის თ ვის აუცილებელ პიროვნულ თავისებურებებზე:
  • მიზანსწრაფულობა – წარმატებისთვის, პირველ რიგში, მიზნის დასახვა და შრომაა საჭირო. წარმატებული ადამიანები – მწერლები, მეცნიერები დიდ გზას გადიან, სანამ წარმატებას მიაღწევენ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი პრობლემა, მარცხი შეიძლება შეხვდეს ადამიანს, მაგრამ მთავარია - არ გადაუხვიოთ მიზანს; 
  • უნარი გაუმკლავდე მარცხს - წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ადამიანები არ არიან დაზღვეულნი არც კრიტიკისა და არც მარცხისგან. მთავარია, ამ შემთხვევაში, არ "ჩა მოვუშვათ ხელები", დავფიქრდეთ, თუ რატომ გვაკრიტიკებენ, რას ეყრდნობიან, მი საღებია თუ არა კრიტიკოსთა მოსაზრებები, უნდა ვიფიქროთ, მათი გათვალისწინე- ბა როგორ დაგვეხმარება საქმის უკეთ განხორციელებაში; 
  • გაიცანით საკუთარი თავი - წარმატების მიღწევაში ადამიანებს მნიშვნელოვნად  დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობა, რა ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს, რა გამოგვდის იოლად, რა სფეროში გვიწევს მეტი შრომის დახარჯვა;
  • წარმატებისკენ მიმავალი გზა, სასურველია, დანაწევრებული და წინასწარ დაგეგმილი გვქონდეს. ყოველი დიდი საქმე უფრო პატარა საქმეებისგან შედგება. კარგი პრეზენტაციის მოსამზადებლად საჭიროა რესურსების მოძიება, რასაც დავეყრდნობით პრეზენტაციისას, საჭირო საკანცელარიო მასალის მომზადება (ფორმატი, ფოტოე ი ან ნახატები), მოხსენების ტექსტის მომზადება, რეპეტიცია. სასურველია, არ გადავიდეთ საქმიანობის ახალ ეტაპზე, სანამ არ დავასრულებთ უკვე დაწყებულს;
  •   ოპტიმიზმი – წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთ -ერთი აუცილებელი პირობა გახ ლავთ ოპტიმისტური განწყობა და შინაგანი რწმენა იმისა, რომ მართლაც მივაღწევთ წარმატებას. 

16  მაისი

    საბიბლიოთეკო  კვირეულის  ფარგლებში  ქ.ახალციხის საბავშვო  ბიბლიოთეკაში  გაიმართა ინტელექტუალური  თამაში: რა? სად? როდის?. მახარებს, რომ ჩემი კლასის მოსწავლეები  სიხარულით  ჩაერთვნენ ამ თამაშში. გუნდი 5 წევრისაგან  შედგებოდა: მ.აფციაური, ე. მაისურაძე, ნ.ქიმერიძე, მ.ზედგინიძე და ნ.ზედგინიძე. ვფიქრობთ, ამ თამაშით,  მათ  კარგი  გამოცდილება  მიიღეს, ცოდნა  გაიღრმავეს და გარკვეულ  წარმატებასაც  მიაღწიეს. მონაწილეები  სერტიფიკატებითა და წიგნებით  დაჯილდოვდნენ.
















გილოცავთ!  იშრომეთ  ბევრი, იკითხეთ  მეტი, გაიღრმავეთ  ცოდნა     და  წარმატებას  აუცილებლად მიაღწევთ.!
მთელი კლასის სახელით ვულოცავ მირანდას  მორიგ წარმატებას!  ასეთი წარმატებული  ყოფილიყავი  მთელი  ცხოვრების  მანძილზე!



თუმცა არა მარტო მირანდას, ყველას გისურვებთ  უამრავ წარმატებას!





24 მაისი
კლასის საათი: რა არის გენდერული როლები
 მოსწავლეებს  ვთხოვე ჩამოწერათ ქალისა და მამაკაცის ტიპური მახასიათებლები.პასუ -ხებს    ვაფიქსირებდით დაფაზე.შემდეგ ყურადღება გავამახვილეთ   ამ ჩამონათვალში არსებულ მსგავსება- განსხვავებაზე.  
მოსწავლეებს  სადისკუსიოდ შევთავაზე შემდეგი თემები:
 1. რა განაპირობებს ქალისა და მამაკაცის როლებს შორის არსებულ განსხვავებას? 
2. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ამ განსხვავების შემცირება ან შეცვლა?
შემდეგ  მათ  ვთხოვე  განემარტათ  ტერმინის "გენდერი"~ მნიშვნელობა. ვიმსჯელე თუ  როგორ  ესმოდათ "გენდერი" და რა იცოდნენ გენდერის  შესახებ. შევაჯამეთ მოსაზრებები  და ბოლოს მოსწავლეებს განუმარტე, რომ "გენ დე რი"-  არის ის წარმოდგე- ნები, მოლოდინები რასაც საზოგადოება ქალსა და მამაკაცს მიაწერს. ხშირად ტერმინებს - სქესი და გენდერი - სინონიმებად იყენებენ, თუმცა, მათ შორის განსხვავებაა; სქესი - ბიო- ლოგიური,  უნივერსალური კატეგორიაა, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება. გენ- დერი კი, ხშირ  შემთხვევაში, განსხვავებულია კულტურების მიხედვით. გენდერის ჩამო -ყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის კულტურა, რომელშიც ადამიანები იბა- დებიან და ცხოვრობენ. ამიტომ ქალისა და მამაკაცის როლები განსხვავებულად ესმით სხვა და სხვა კულტურაში. მაგალითად, აღმოსავლურ და დასავლურ კულტურაში განსხ- ვავებული წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა შეასრულოს ქალმა და მამა კაცმა საზოგადოებაში, სახლში, სამსახურში და ა.შ.

















7 ივნისი
კლასის საათი:  ვინ ვარ მე? 
მოსწავლეებს  ვთხოვე   დაეწერათ ფურცელზე რაც შეიძლება მეტი პასუხი კითხვაზე "ვინ ვარ მე?". აქტივობის დასრულების შემდეგ  მოსწავლეება  ინდივიდუალურად გააცნეს საკუთარი ნუსხა კლასს. აქვე ვთხოვე მოსწავლეებს ჩაენიშნათ საერთო,ასევე   მათთვის ყველაზე საამაყო მახასიათებელი,, თუ აღმოაჩინეს ისეთი რამ საკუთარი თავის შესახებ, რაზეც ადრე არ უფიქრიათ?.პასუხები იწყებოდა სახელით და გვარით,შემდეგ მითითებული იყო  ასაკი, სქესი, ეროვნება,სკოლა, რომელშიც სწავლობენ , ასევე მითითე- ბული ჰქონდათ სხვადასხვა როლი (მაგალითად,მოსწავლე, და, ძმა, შვილი და ა.შ). მოსწავლეებს ვთხოვე განემარტათ როგორ ესმით როლის არსი.მსჯელობის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ როლი არის გარკვეული პოზიცია, რომელსაც ადამიანი გარკ- ვეული ურთიერთობებისას ასრულებს; ეს ის ფუნქციაა, რომელიც ადამიანმა საზოგადოე- ბაში უნდა შეასრულოს. როლი შეიძლება იყოს სოციალური (მაგ, და, ძმა, დედა, მამა) ან  ჯგუფური.ბოლოს შევაჯამეთ შეხვედრა და შევთანხმდით, რომ მათ პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიერ დასახელებულ როლებსა და მახასიათებლებს.











13 ივნისი
ჩემმა მოსწავლეებმა  სასკოლო გეგმით ისტორიისა და უცხო ენის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ამიტომ მორიგ კლასის საათზე გამოცდებთან დაკავშირებულ თემაზე ვიმსჯელეთ.

კლასის საათი: როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?
 მოსწავლეებს   ვეკითხები:

  •  ღელავთ  გამოცდების წინ?
  • როგორ ემზადებით გამოცდების წინ?
მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელეს ემოციებზე, პასუხისმგებლობაზე.საუბარიმეტად საინტერესოდ წარიმართა.

რჩევები,თუ რა უნდა  გავითვალისწინოთ გამოცდებისთვის მზადების წინ? 

  1.   გამოცდის / ტესტირებისთვის მზადების წინ, პირველ რიგში, იზრუნეთ სამუშაო ადგი ლის / გარემოს მოწესრიგებაზე. მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, აკურატულად დააწყვეთ მხოლოდ გამოცდისთვის საჭირო მასალები: წიგნები, რვეულები,  კალმისტრები, ფანქრები და სხვა.
  2.   წინასწარ განსაზღვრეთ სასწავლო მასალის ოდენობა. შეადგინეთ სამეცადინო გეგ- მა. 
  3.   ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაზე რთული მასალის სწავლა/ გამეორება  უმჯობესია მაშინ, როდესაც თქვენი ტვინი დასვენებულია. 
  4.    არ დაივიწყოთ დასვენების აუცილებლობა. მაგ., შეგიძლიათ დრო ასე გადაანაწი- ლოთ:  40 წუთი მეცადინეობა, 10 წუთი კი დასვენება. კარგი იქნება თუ დასვენების დროს ფიზიკურ ვარჯიშებს შეასრულებთ, ყვავილებს მორწყავთ ან საკუთარ ფინ- ჯანს გარეცხავთ. 
  5.     ნასწავლი მასალის გადამეორება შესაძლებელია როგორც სახელმძღვანელოში დას მული შეკითხვების, ისე თქვენ მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით.
  6.     ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო განსხვავებულია სიტუაცია  სწავლის და შემდეგ რეპროდუქციის (მოგონების) მით უფრო რთულდება მასალის მოგონე -ბა. ამიტომ კარგია თუ ნასწავლ მასალას, მაგ.,  გარკვეულ თეორიას სარკის წინ მოყ -ვებით.
  7.  თუ გამოცდის / ტესტირების წინ ჩათვლით, რომ ზედმიწევნით კარგად არ იცით მა - სალა, სანამ აღელდებით, შეეცადეთ გაიხსენოთ, თუ რა იცით (მი ნი მა ლუ რი) აღ ნიშნული საკითხის ირგვლივ. 

   მეცადინეობისას კი გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი მასალის დაზეპირება კი არა, მისი გააზრებაა.


15 ივნისი
 ამ სასწავლო წლის ბოლო  შეხვედრაზე  შევაჯამეთ 2016-2017 სასწავლო წელს შესრულებული სამუშაო.  ვიმსჯელეთ რა იყო კარგი, რისი შესრულება ვერ შევძელით, რა დაგვამახსოვრდა ყველაზე მეტად. ვიმსჯელეთ მომავალ მიზნებზეც . გაწეული მუშაობა მოსწავლეებმა შეაფასეს  დადებითად და ნაყოფიერად. ვიმსჯელეთ ექსკურსიის შესახებ და შევთანხმდით  ინფორმაციის მოძიებაზე.



ჩვენ დავამთავრეთ საბაზო საფეხური. მთელი წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ კვლავ დადგა სანატრელი ექსკურსიის დღე. 

17 ივნისი

მჯერად ჩვენი მარშრუტია: ახალციხე- უფლისციხე-შიომღვიმე- მცხეთა-ქვათახევი-საგურამო-ჯვარი-ახალციხე.


Комментариев нет:

Отправить комментарий