VIII

ჩემი ახალი მე-5 კლასი

  

2020 - 2021  სასწავლო წელი 

      

მალე დაიწყება ახალი  2020-2021 სასწავლო წელი......

     ახალი სადამრიგებლო კლასი მყავს,  ეს ჩემი მეოთხე სადამრიგებლო კლასია.  კლასში მხოლოდ  ერთი გოგონაა და 8 ბიჭი, ამიტომაც ცელქობით გამოირჩევიანო მაფრთხილებენ, მოლოდინის რეჟიმში ვარ  ...

იმედი მაქვს, ერთმანეთს სწრაფად მივეჩვევით და ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება!

ჩ ე მ ი  ახალი მე-5  კ ლ ა ს ი


მოსწავლეთა სია:
1.ალავიძე ნატა
2.გოგიაშვილი მევლუდი
3.ვაჭარიძე საბა
4.ირემაშვილი ნიკა
5.მაისურაძე ბექა
6.მელიქიძე ლუკა
7.ნათენაძე საბა
8.სახამბერიძე საბა
9.ჯვარიძე ავთანდილი

                                                       ჩემო საყვარელო ბავშვებო!
   თქვენ უკვე გაიზარდეთ,   მე-5 კლასში ხართ, ამიერიდან ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი გასწავლით, ყველას თავისი მოთხოვნა ექნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საერთო მოთხოვნა იქნება კარგი ყოფაქცევა და კარგად სწავლა! 
გისურვებთ ეს სასწავლო წელი  ყოფილიყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და  წარმატებული! 

წარმატებებს გისურვებთ!!!
                                                                                     
                                                                              თქვენი ნინო მასწ.

 

გლობალური პანდემიის გამო  მოგვიწევს განსხვავებულად მუშაობა, ამიტომ აუცილებელია დავემორჩილოთ რეკომენდაციებს და  მითითებებს, მკაცრად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები მოსწავლეებმაც, მშობლებმაც და პედაგოგებმაც!




ინსტრუქტაჟი

 

 

რა არის კორონავირუსი?

ახალი კორონავირუსი წარმოადგენს იმ ვირუსების ჯგუფს, რომელის თავდაპირველი ადამიანის ინფიცირების წყაროს ცხოველი წარმოადგენს და რომელიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, დამთავრებული მწვავე რესპირატორული სინდრომით. ამ ვირუსის ადამიანთა შორის გავრცელება პირველად 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში.

როგორ ვრცელდება კორონავირუსი?

- აირ-წვეთოვანი გზით - ხველით, ცემინებით - ინფიცირებულ ადამიანთან 2მ-ზე ახლოს მიახლოვებით

- თვალზე, პირზე ან ცხვირზე ინფიცირებული ხელის შეხებით

- ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტით - შეხება, ხელის ჩამორთმევა

- ფეკალიებთან კონტაქტით - იშვიათ შემთხვევაში

რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

ცხელება      ცემინება      ხველა            სუნთქვის გაძნელება               პნევმონია

ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ?

- 70 წელს გადაცილებული ადამიანები

- ადამიანები მწვავე ქრონიკული დაავადებებით

როგორ უნდა დავიცვათ თავი?

- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით თან იქონიეთ ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტური საშუალება

- შეინარჩუნეთ არანაკლებ 1მ მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

- არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული.

- დახველებისას  და დაცემინებისას ცხვირზე/ პირზე მიიფარეთ  ცხვირსახოცი ან იდაყვი; გამოყენებული ცხვირსახოცი გადააგდეთ

- თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ ექიმს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყნებში სადაც გავრცელებულია ვირუსი ან ეჭვი გაქვთ, რომ კონტაქტი გქონდათ ვირუსის მატარებელთან.

- ხშირად გაწმინდეთ თქვენი ტელეფონის, კლავიატურის, მაგიდის ზედაპირები და კარის ხელსაკიდები ანტიბაქტერიული საშუალებებით

- ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები დარწმუნდით რომ ჰაერის მიმოქცევა, ტემპერატურა და ტენიანობა ადეკვატურია.

 

 

პირბადეები

ერთჯერადი ნიღბის ტარების ხანგრძლივობა დასველება/დაბინძურებამდე მაქსიმუმ 2-4 საათია.

პირბადის მოხმარების წესები:

როდის უნდა გამოვიყენოთ პირბადე:

ა) ჯანმრთელმა ადამიანმა პირბადე უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უვლის ახალი კორონა ვირუსით დაინფიცირებულს;

ბ) თუ ახველებთ ან აცემინებთ;

ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტშემცველი ხსნარით ან საპნითა და წყლით;

ნიღბის ტარების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები, კერძოდ:

·    ნიღბის გაკეთებამდე ხელების უნდა იქნას გასუფთავებული სპირტშემცველი ხსნარით ან საპნითა და წყლით;

·    ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის მიდამოს;

·    ნიღაბი მჭირდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე;

·    მოხმარებისას დაუშვებელია ნიღაბთან შეხება. შეხების შემთხვევაში ხელების უნდა იქნას გასუფთავებული სპირტშემცველი ხსნარით ან საპნითა და წყლით;

·    დაბინძურებისთანავე შეცვალეთ ნიღაბი ახლით. არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი განმეორებით;

·    ნიღბის მოხსნის წესი: ა) მოიხსენით ნიღაბი უკანა თასმის მეშვეობით; ბ) არ შეეხოთ ნიღბის წინა ნაწილს; მოხსნისთანავე გადააგდეთ უახლოეს ნაგვის დახურულ ურნაში; გ) ნიღბის მოხსნის შემდეგ ხელების უნდა იქნას გასუფთავებული სპირტშემცველი ხსნარით ან საპნითა და წყლით.

 

ხელთათმანი

ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხესთან მუშაობისას საჭიროა შესაფერისი ხელთათმანების ტარება.

·         გამოყენებამდე ხელთათმანები უნდა შემოწმდეს მთლიანობაზე .

·         ხელთათმანების ჩაცმა უნდა მოხდეს ნებისმიერი აქტივობის დაწყებამდე სამუშაო ზონაში;

·         ხელთათმანი უნდა ფარავდეს ქვედა სახელოს და დამცავი ტანსაცმლის მანჟეტს; 

·         ახალი ხელთათმანები უნდა ინახებოდეს სუფთა ზონაში;

·       ხელთათმანები უმეტესად ერთჯერადია;

·       ხელთათმანი არ არის ხელის დაბანის ალტერნატივა.

მოხმარების წესები:

ხელთათმანის ჩაცმის ტექნიკა:

•         დაიბანეთ ხელები ჰიგიენური წესით;

•         შეარჩიეთ საჭირო ზომის ხელთათმანი;

•         ჩაიცვით ხელთათმანი ჯერ დომინანტურ ხელზე და შემდეგ არადომინანტურ ხელზე;

ხელთათმანის გახდის ტექნიკა:

•         სამუშაოს დასრულებისას/სხვა საჭირო შემთხვევებისას გაიხადეთ დაბინძურებული ხელთათმანები;

•         დომინანტური ხელით შეეხეთ არადომინანტური ხელის ხელისგულს ან ხელთათმანის სამკლავურს/მანჟეტს ხელისგულის მხრიდან და გადმოაბრუნეთ ხელთათმანის დაბინძურებული მხარისკენ და მოაქციეთ დომინანტური ხელის მუჭში;

•         იმ ხელის, რომელზეც აღარ გაცვიათ ხელთათმანი, ორი თითი შეაცურეთ ხელთათმანის სამკლავურის/მანჟეტის ქვეშ ისე, რომ არ შეეხოთ ხელთათმანის დაბინძურებულ (კონტამინირებულ) გარეთა მხარეს;

•         ხელთათმანი გადმოაბრუნეთ ისე, რომ გაკეთდეს ჩანთა, რომელშიც მოაქცევთ პირველად გახდილ ხელთათმანს;

•         ხელთათმანების „ჩანთა“ მოათავსეთ შესაბამის ნაგვის დახურულ ყუთში ან სახიფათო ნარჩენების ყუთში;

•         აწარმოეთ ხელის ჰიგიენა.

დაუშვებელია ერთჯერადი ხელთათმანების მრავალჯერადად გამოყენება.


მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის     ვალდებულებები:

 

v ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;

v ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში,შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად;

v სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;

v ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.


მოსწავლეების   ვალდებულებები:

§  დაიცავით ჰიგიენის წესები;

§  დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;

§  დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა

თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

§  დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

§  დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების

შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

§  მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;

§  სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;

§  არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;

§  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით სკოლის ბუფეტი არ იფუნქციონირებს,  ამიტომ მიზანშეწონილია

საკვების კონტეინერით ტარება და კვების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;  რეკომენდირებულია მოსწავლემ  სკოლაში ატაროს საკუთარი წყლის ბოთლი, რომელზეც ეწერება მოსწავლის გვარი და სახელი! 

  გისურვებთ    ჯანმრთელობას!



სასწავლო წლის პირველი დღე
                    
             

               
                             



















                       

         









































 სულ 170 სასწავლო დღეა;      სემესტრი:  74 სასწავლო დღე;
                                                          II სემესტრი96 სასწავლო დღე.

I სემესტრი იწყება:  2020 წლის 15 სექტემბერს და სრულდება 2020 წლის 29 დეკემბერს.

II 
სემესტრი იწყება2021 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2021 წლის 15 ივნისს.


ზამთრის არდადეგები იწყება 2020 წლის 30 დეკემბრიდან და გრძელდება 2021 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

საგაზაფხულო არდადეგები იწყება 2021 წლის მარტიდან და მთავრდება 2021 წლის 14 მარტს.

სააღდგომო არდადეგები იწყება 2021 წლის 30 აპრილიდან და მთავრდება 2021 წლის 3 მაისს.


15 სექტემბერი
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე:

1.  კლასის ხელმძღვანელის წლიური სამუშაო გეგმის გაცნობა,
2.   სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების  გაცნობა,
3.   სახელმძღვანელოების დარიგება ,
4.  მორიგეობის სიის შედგენა,
5.  გაკვეთილების ცხრილის ჩაწერა,
6. კლასის  აქტივის   არჩევა.


                                       22 სექტემბერი

კლასის საათი: "გაიზიარეთ ჩვენი სიხარული! ჩვენ უკვე მე-5 კლასში ვართ!"
ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ  ჩვენს კლასზე, სწავლის აუცილებლობაზე, მომავალ 
გეგმებზე, ავირჩიეთ კლასის დევიზი და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ კორონა 
ვირუსზე და მოსწავლეების ვალდებულებაზე. ბოლოს მე-5 კლასელებმა დადეს 
 დაპირება, როგორ მოიქცევიან. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. 



                        




                                  
                                                    14 ოქტომბერი

კლასის საათი: "მინდა გავხდე კულტურული ადამიანი, 
მოქალაქე"
კლასის საათზე განვიხილეთ თუ როგორი უნდა იყოს კულტურული ადამიანი, რა აუცილებელი
 თვისებები უნდა გააჩნდეს მას. განვიხილეთ სიტუაციები და ვიმსჯელეთ თითოეულ სიტუაციაზე. 
ბოლოს შევაჯამეთ შეხვედრა.



                                                     

  
           




                                        27 ოქტომბერი

კლასის საათი: "კონფლიქტი"





        









                                                    





Комментариев нет:

Отправить комментарий