VIII

ჩემი კლასი-V, VI, VII



     ჩ ე მ ი   კ ლ ა ს ი  
ჩვენი კლასის დევიზია: 
"რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია"

                                მოსწავლეთა სია :                        
1.   აფციაური მირანდა
2.   გედევანიძე ეკა
3.   ზედგინიძე მთვარისა
4.   ზედგინიძე ნინო
5.   მაისურაძე ელენე
6.   მურვანიძე ნინო
7.   ოქრომელიძე ნინო
8.     ქიმერიძე ნანა
9.      ჩილინგარაშვილი ჯუნა
10.   ჯვარიძე გიორგი


            2012 წლიდან მე და ზემოთ ჩამოთვლილმა მოსწავლეებმა  ერთ ოჯახად  დავიწყეთ სასკოლო ცხოვრება. ეს ჩემი მესამე სადამრიგებლო კლასია. ალბათ შეამჩნევდით, რომ კლასში მხოლოდ  ერთი ბიჭია, თუმცა  9 გოგონასთან ერთად თავს საკმაოდ კარგად გრძნობს. ბავშვები  ძალიან თბილები და შრომისმოყვარეები  არიან. წარმატებებს ვუსურვებ მათ ...







 V კლასი
ჩვენი პირველი ერთობლივი ღონისძიება-განახლებული რაბათის ციხის დათვალიერებ



















კლასის საათი

  ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ კლასის საათები, რომლებსაც ვატარებთ კვირაში ერთხელ. მასზე ვსაუბრობთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე, ვმართავთ დისკუსიებს. შემდეგ მოსწავლეები წერენ თავის ნააზრევს.



      დადგა სანატრელი ექსკურსიის დღე.
 ჩვენი მარშრუტია: ახალციხე- ზარზმა- ჭულევი- აბასთუმანი-ახალციხე


ჭულევი
ჭულევი
ზარზმა

მამაოების კელია-ჭულევი
აბასთუმანი
            ჩანჩქერი ჭულეში                                  

                                ჩანჩქერი აბასთუმანში





VI  კლასი

4



 დაიწყო ახალი  2013-2014 სასწავლო წელი. სამწუხაროდ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, სამ მოსწავლეს დავემშვიდობეთ . დავრჩით 7 მოსწავლე და მე. v კლასი კარგი შედეგებით დავამთავრეთ. იმედი მაქვს, VI კლასს  ანუ დაწყებით საფეხურს უკეთესი შედეგებით დავხურავთ. ბავშვებო, რაც ჩვენ ვიცით მხოლოდ წვეთია და რაც არ ვიცით გაშლილი ოკეანე, ამიტომ იცურავეთ ოკეანეში და შეიძინეთ ცოდნა. წარმატებებს გისურვებთ….


მთელი წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ კვლავ დადგა სანატრელი ექსკურსიის დღე. 

ამჯერად ჩვენი მარშრუტია: ახალციხე-ხერთვისის ციხე- ვანის ქვაბები- ვარძია-დედათა მონასტერი-ახალციხე.

ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე
                                                                                    
ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე



                                                                          

                                                                                                                                                                                                                     
ვანის ქვაბები
ვანის ქვაბები
ვანის ქვაბები
ვანის ქვაბები
ვანის ქვაბები
    
                 
თამარ მეფის ფრესკა ვარძიაში
თამარ მეფის ფრესკა- ვარძია
                                                                                                                                                                                                                                                                                                         
ვარძია
ვარძია
ვარძია
                                                                                         

                                                                                           
                                                       

ვარძიის დედათა მონასტერი
ვარძიის დედათა მონასტერი
ვარძია
მონაზვნების საცხოვრებელი-
- ვარძიის დედათა მონასტერი



n


XERTVISIS CIXE 2014getImage


vardzia dedata monasteri 2014image7

xertvisi
image126












ნატვრის ხე საღეჭი რეზინებით - ვარძია
ნატვრის ხე საღეჭი რეზინებით-ვარძია

ეს ხვლიკი დავაფიქსირეთ ვანის ქვაბებში( დაღლილები დასასვენებლად ჩამოვჯექით და...)
ეს ხვლიკი დავაფიქსირეთ ვანის ქვაბებში
 ( დაღლილები დასასვენებლად ჩამოვჯექით და...
                                                     
                                                                    







                                                       


VII კლასი

       ახალი სასწავლო წლის  დაწყებამდე სახელმძღვანელოების მომზადებას და კლასის მოწესრიგებას  შეუდექით .


DSCN5394

DSCN5376DSCN5375

DSCN5377


DSCN5378DSCN5379







იმედი მაქვს წარმატებული წელი გვექნება .


2014 წელი 15 სექტემბერი

    დაიწყო ახალი 2014-2015 სასწ. წელი. გადავედით სწავლების ახალ- საბაზო საფეხურზე.  ჩვენი კლასიდან წავიდა ერთი მოსწავლე და ამავდროულად ერთი მოსწავლე დაგვემატა. კლასში სიით ირიცხება ისევ 7 მოსწავლე.

1.  აფციაური მირანდა

2.  გედევანიძე ეკა

3.  მაისურაძე ელენე

4. მურვანიძე ნინო

5. ქიმაძე გიგი

6. ქიმერიძე ნანა

7. ჯვარიძე გიორგი

  საბედნიეროდ გიორგის მეგობარი ბიჭი გამოუჩნდა. მოსწავლეებთან გასაუბრების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მოწადინებულია ისწავლოს კარგად . დღეს შევაჯამეთ გასული წლის მუშაობა და ავირჩიეთ კლასის ახალი აქტივი. იმედი მაქვს, რომ ახალი სასწ. წელიც იქნება ნაყოფიერი. წარმატებებს გისურვებთ  ჩემო პატარებო!




DSCN5385

DSCN5384DSCN5386









DSCN5393







 გავუფრთხილდეთ გარემოს! 

  ბიოლოგიის პედაგოგმა, ქალბატონმა ასმათ მიქუტიშვილმა,   ჩაატარა ღონისძიება თემაზე:" ოზონის შრე და მჟავური წვიმები", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებმა მადლობის ნიშნად კლასს გადასცეს  ასაწყობი 3D ანიმაცია .
P.S.  ბავშვები აწყობას უკვე შეუდგნენ ერთი სული აქვთ როდის ააწყობენ...












              აი, ავაწყეთ კიდეც ჩვენი დინოზავრები!













 ღონისძიება:  "საშემოდგომო არია"

 დღეს, 6 ნოემბერს ჩავატარეთ ღონისძიება: " საშემოდგომო არია", რომლის მონაწილეები იყვნენ მე-3 და მე-7 კლასის მოსწავლეები. ღონისძიებამ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა. პატარემმა ამოავლეს ჩურჩხელები.  დიდი მადლობა მე-3 კლასის ხელმძღვანელს
ქ-ნ ადელი მოდებაძეს ჩვენი კლასის ჩართვისთვის ამ ლამაზ ღონისძიებაში .












ჩვენ გვიყვარს მათემატიკა!

ჩვენ გვიყვარს მათემატიკა, გეომეტრიული ფიგურები, ამიტომ გადავწყვიტეთ სტენდის; "გეომეტრიული ფიგურები" დამზადება. ვფიქრობთ, რომ ამ  სტენდის დახმარებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები( და არა მარტო ისინი)  უკეთესად შეისწავლიან და  დაიმახსოვრებენ გეომეტრიულ ფიგურებს. 










სასწავლო თემების უკეთ შესწავლის მიზნით ვუშვებთ კედლის გაზეთებსაც







ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი !

ჩვენ  ერთ ოჯახად  ვცხოვრობთ. ვცდილობთ ერთმანეთის ტკივილი და სიხარული გავიზიაროთ. 



ასე ავღნიშნეთ ნანუკას დაბადების დღე












     ავადმყოფობის გამო მირანდა გარკვეული დროის განმავლობაში აცდენდა გაკვეთილებს.  მას სახლში ვესტუმრეთ კოლექტიურად .მოვისიყვარულეთ და გავართეთ.










ახლოვდება ახალი 2015 წელი. ჩვენ მოვაწყეთ მოკრძალებული საახალწლო ღონისძიება, რომელზედაც კარგად ვიმხიარულეთ!














ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
გენს და შთამომავალს!
ათი მცნება იყოს ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,
ამინ!
ამინ!
ამინ!..





2015 წლის 5 თებერვალს მოვაწყვეთ  მათემატიკური ვიქტორინა  თემაზე:
 "შემოკლებული  გამრავლების ფორმულების ალგებრული და გეომეტრიული ინტერპრეტაცია".
ვიქტორინა ძალიან საინტერესო და  ნაყოფიერი გამოვიდა.










      2015 წლის 26 მარტს ჩავატარეთ ინტეგრირებული ღია გაკვეთილი (მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება) -" სიმეტრია სრულყოფილებაა". ვინაიდან სიმეტრია გვხვდება ყველგან და ყველაფერში,   გაკვეთილის მიზანს სიმეტრიის შესახებ ინფორმაციის გაღრმავებულად შესწავლა წარმოადგენდა.















2015 წლის 28 აპრილს ჩავატარეთ კლასის საათი ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში თემაზე:" "წიგნი ძვირფასი განძია!". კლასის საათი ჩატარდა VII და III კლასების მოსწავლეებთან.
დასაწყისში მოსწავლეებს პედაგოგებმა ჩავუტარეთ მინი ლექცია წიგნის განვითარების ისტორიის შესახებ, შემდეგ პატარებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნები, ხოლო უფროსებმა ისაუბრეს მათ საყვარელ წიგნებზე და წიგნების წაკითხვის შემდეგ მიღებულ განცდებზე , აზრებზე. ვიკამათეთ თემაზე: წიგნი 
თუ კომპიუტერი? მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ორივე საჭირო და აუცილებელია მათი წინსვლისა და განვითარებისათვის. კლასის საათმა საინტერესოდ ჩაიარა და დამსწრე პედაგოგების მოწონება დაიმსახურა.
.










ჩემო საყვარელო ბავშვებო! იკითხეთ ბევრი, ბევრი.... გაიღრმავეთ ცოდნა. წიგნი მუდამ თქვენი თანამგზავრი და პირველი მეგობარი უნდა იყოს. წაკითხული ნამცეცებით  გროვდება ცოდნა. ამიტომ იკითხეთ ნამცეცები და შეიცანით ახალი სამყარო...
 ძალიან მიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ!
თქვენი ნინო მასწ.




2015 წლის 14 მაისს ქართულის პედაგოგ- მარინა გელაშვილის მიერ ჩატარდა ვიქტორინა, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილეს. ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ VI  და  VII  კლასის მოსწავლეები. ვიქტორინა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.  ვფიქრობ,   მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ  ის ინფორმაცია , რომელიც მათ მოისმინეს. ჩემი სურვილია, ბავშვებო, კიდევ მეტი მასალა მოიძიოთ ჩვენი სასიქადულო მწერლების შესახებ.










2015 წლის 22 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგ- მანანა დათებაშვილისა და სამოქალაქო კლუბის  მოსწავლეების  ინიციატივით და VI,VII,VIII  კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩვენს სკოლაში ჩატარდა ბულინგის თემასთან  დაკავშირებული  ვიქტორინა -სიტუაციური ამოცანების გამოყენებით. შედგა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული პლაკატების წარდგენა მაყურებლებისათვის. ჟიურიმ გამოავლინა I, II  და  III  ადგილის მფლობელები. დიდი სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ I ადგილის მფლობელი სწორედ ჩემი კლასი გახდა. 
















გილოცავთ ბავშვებო და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ!



2015 წლის 25 მაისს ჩავატარეთ სპექტაკლი" დათუნია დრუნჩა".  სპექტაკლს ესწრებოდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. სპექტაკლი შედგა. პატარები დიდი ინტერესით ისმენდნენ სპექტაკლს. ბოლოს აქტიურად ჩაერთნენ გამოცანების გამოცნობაში და სურვილი გამოთქვეს, რომ სიამოვნებით მოუსმენდნენ მორიგ სპექტაკლს.





ჩემო პატარა მსახიობებო, არაჩვეულებრივად ითამაშეთ. აღფრთოვანებული ვარ და ვამაყობ თქვენით!  კიდევ უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წამდგარიყავით და  წარმატებებისათვის მიგეღწიოთ! 
თქვენი ნინო მასწ.





რადგან ჩვენმა სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა 2015 წლის 9 ივნისს ვუმასპინძლეთ საბავშვო ბაღის ბავშვებს, მათ პედაგოგებს და წარვუდგინეთ სპექტაკლი.  ბავშვები ნასიამოვნები დარჩნენ.



                     
7-ბ კლასი
                                             
                            დამრიგებელი-ნ. ხიდაშელი



                    
                         შესასრულებელი   საკითხები
 დრო 


შემსრულებელი

1

2

 3


4

 5

)
)
გ)

 6


7


8


9

10
11

12

13
14
ა)

ბ)
        მოსწავლეთა რაოდენობის დადგენა და მონაცემთა ბაზის შექმნა.
      სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის წესების მოსწავლეთათვის გაცნობა.
     საკლასო ოთახის მოწესრიგებაკლასის აღჭურვა სათანადო ინვენტარით

    მოსწავლეთა უზრუნველყოფა  სახელმძღვანელოებით.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:

კლასის  აქტივის არჩევა
საორგანიზაციო კუთხის მოწყობა
მორიგეობის დაწესება კლასში

გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა და მონიტორინგი

მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების  აღრიცხვა  და კონტროლი
აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობის ჩატარება.
 მოსწავლეთა ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობა.
სკოლის ფსიქოლოგთან  და
საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობა.
კლასის საათების ჩატარება.

სასწავლო ექსკურსიების ორგანიზება.

საკლასო და სასკოლო ღონისძიებების ორგანიზება.
მშობლებთან მუშაობა:
მშობლებთან მუდმივი თანამშრომლობა და ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება.
მშობელთა კრებების ჩატარება


სექტემბერი


სექტემბერი



სექტემბერი


15 სექტემბრამდე


 წლის მანძილზე



წლის  მანძილზე

წლის მანძილზე


წლის მანძილზე

წლის მანძილზე

წლის მანძილზე




კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი
კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი



კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი
კლასის
ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი


კლასის ხელმძღვანელი





               კლასის ხელმძღვანელის ანგარიში:

    მასწავლებლობა ყველაზე შემოქმედებითი პროფესიაა, რადგანაც თითოეული მოსწავლე განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე გამოცანაა, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიცნოს და მოძებნოს სწავლების მისთვის საუკეთესო სტილი. 
    დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი - სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
   დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე, მას ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლასის საათების ჩატარება, რომლებსაც რეგულარულად ვატარებთ. კლასის საათებზე ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.

2014-2016 სასწავლო წელს ჩავატარეთ კლასის საათები შემდეგ თემებზე:
  •               ორგანიზაციულ საკითხები (18.09)
  •        „გვიყვარდეს ერთმანეთი“ (30.09)
  •        გარემოს დაცვა, ეკოლოგია (14.10)
  •        პრეზენტაცია „ რატომ უნდა ვისწავლოთ? (28.10)
  •        მეგობრობა (4.11)
  •        დისკუსია თემაზე: „ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“        (18.11)
  •        საახალწლო ღონისძიება(.12)
  •        ჩვენი შთაბეჭდილებები ახალი წლის ღონისძიებაზე (20.01)
  •       „ნინოობა“- ლექცია (27.01)
  •         დისკუსია თემაზე: „ როგორ გავხადოთ ჩვენი სასკოლო ცხოვრება უფრო        საინტერესო?“ (3.02; 10.02)
  •         თეატრი, თეატრი.....(24.02)
  •         ჩემი საყვარელი ლექსი (10.03)
  •         მე რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს...(20.03)
  •        დათუნია დრუნჩა" სასკოლო სპექტაკლისათვის მზადება(27.03)
  •        ჩემი საყვარელი წიგნი და პერსონაჟი (3.04)
  •        კლასის საათი-ღონისძიება "წიგნი ძვირფასი განძია"(17.04)
  •        დისკუსია თემაზე: საჭიროა თუ არა ჟანსაღი იუმორი? (24.04)
  •        დისკუსია თემაზე: "სოციალურიქსელები-საჭიროა თუ არა?" (1.05)
  •        ლაშქრობა (8.05)
  •       როგორ დავიცვათ გარემო?" (15.05)
  •       თეატრი "დათუნია დრუნჩა" (25.05)
  •       წლის  განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შეჯამება (5.06)
მე ვფიქრობ, რომ ეს სასწავლო წელი იყო საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი მოსწავლეთათვის.




3 комментария: