ზარზმა

ზარზმა — სოფელი ადიგენის რაიონში, მლაშეს თემში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1340 მ, ადიგენიდან 8 კმ… სოფელშია შუა საუკუნეების ზარზმის მონასტერი. სოფელთან არის XIV საუკუნის «თამარის წყარო». ზარზმის მონასტერი, ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის რაიონში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა. მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როდორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ. ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა — ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა. ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, რასაც ნათლად მოწმობს ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიული თხზულება. ზარზმის სავანეში მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.
ზარზმა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IV, თბ., 1979, გვ.485.
ჭულევი

ჭულევის მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში (რეგიონული ცენტრი — ახალციხე), დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირში. მის მეზობლად მდებარეობს საქართველოს უძველესი ისტორიული პუნქტები — ზანავი, ჩორჩანი, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე.
სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდება „ჭულევი.“
XI ს-ში. ჭულევის მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (XI ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო შესანიშნავი ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება XI საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში.
შემდგომ ხანებში, სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის (1374-1391წწ) მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის განახლების მერე, მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიური ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი, აქვე, ჭულევის მონასტერში მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც.
ჭულევის სამონასტრო კომპლექსი:
წმ. გიორგის ეკლესი

ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე და თარიღდება XIV საუკუნით. ამ ტაძრის ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულევის წმ. გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: „შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი თ—თა— შეუნდნეს ღმერთმან— ქკს ითა (1381 წ.)“.
წმ. გიორგის ეკლესიის მაშენებლები
ეკლესიის მაშენებლები სამცხის მმართველი საგვარეულოს, ათაბაგთა (ჯაყელთა) ოჯახის წევრები არიან. ათაბაგების „ოჯახური“ ფრესკული პანო ეკლესიის სამხრეთის კედელზეა გამოსახული და ერთდროულად რამდენიმე თაობას წარმოგვიდგენს. აქ გამოსახულნი არიან: სარგის I საბა (1266-1255), ბექა მანდატურთუხუცესი (1285-1306), სარგის II სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი (1306-1334), ყვარყვარე I ამირსპასალარი (1334-1361), შალვა, სამცხის სპასალარი და ათაბაგი (1361-1374).ბექა მანდატურთუხუცესი, ამავე რეგიონის ძეგლების, საფარისა და ზარზმის ფრესკების მსგავსად, აქაც ეკლესიის მოდელით ხელშია გამოსახული, ე.ი. ტაძრის უშუალო მაშენებლადაა წარმოდგენილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უნდა ვიფიქროთ, რომ ჭულევის ეკლესიის მომხატველი ბექას გამოსახულებაზე მუშაობისას იყენებდა ამ დიდებულის სხვა, უკვე არსებულ პორტრეტს. წმ. გიორგის დღეს არსებული გუმბათოვანი ტაძარი 1381 წელსაა აშენებული სამცხის ათაბაგის, აღბუღას მიერ. მისი ფრესკული ხატი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აწ დაღუპულ ფრესკაზე.ინტერიერი თავის დროზე მთლიანად ყოფილა მოხატული. მხატვრობა მშენებლობის თანადროულია, დღეისათვის კი მხოლოდ ნაშთიღაა შემორჩენილი, ისიც, მხატვრული თვალსაზრისით, შედარებით მდარე და „ხელოსნური“, თუმცა სახეთა ექსპრესიულობა და ემოციურობა მაინც იგრძნობა.
კურორტი აბასთუმანი და აბასთუმნის ობსერვატორია

კურორტი აბასთუმანი თბილისიდან 210 კმ-ის დაშორებით, მესხეთის ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1340 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული.
ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ, XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა და გამოიყენება – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.
აქ მკურნალობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის შვილი და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ძმა. ფილტვების მძიმე დაავადებამ გიორგი რომანოვი იძულებული გახადა უარი ეთქვა სამეფო ტახტზე და დასახლებულიყო აბასთუმანში. აბასთუმანი ეკოლოგიურად სუფთა ბუნების ეტალონად განიხილება და უნიკალური ატმოსფერული პირობებით (ჰაერის მაღალი გამჭვირვალობა) ხასიათდება. მთის სუფთა ჰაერი, ზომიერად მშრალი ჰავა, წელიწადში მზის ნათების 3 ათას საათიანი ხანგრძლივობა ტუბერკულოზის მკურნალობის ძირითად ფაქტორებს წარმოადგენენ. უფლისწული ასტრონომიით იყო გატაცებული. მას პრივატულ ლექციებს სანქტ პეტერბუგის უნივერსიტეტის პროფესორი, ფონ გლაზენაპი უტარებდა. ფონ გლაზენაპის სახელს უკავშირდება დაბა აბასთუმანში აშენებული პირველი ობსერვატორიაც. 1890-იან წლებში, გლაზენაპი აბასთუმნის ობსერვატორიიდან ორმაგ სისტემებს აკვირდებორდა. აბასთუმანში მკურნალობდა, უნიჭიერესი ქართველი პოეტი ლადო ასათიანიც, რომელიც 26 წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ასტრონომიული კვლევები ზუსტ დაკვირვებებს მოითხოვს, ტელესკოპები და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები კი საკმაოდ ძვირადღირებულია. იმისთვის, რომ მასზე დახარჯული სახსრები გაამართლოს, დიდი ობსერვატორიისთვის საუკეთესო ასტროკლიმატის მქონე ადგილებს ირჩევენ. კარგი ასტროკლიმატი ნიშნავს – ჰაერის მაღალ გამჭვირვალობას, სუფთა და მდგრად ატმოსფეროსა და უღრუბლო ამინდების დიდ რაოდენობას, რადგან ციურ სხეულებზე ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვებები მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.
სწორედ ამ პირობებს აკმაყოფილებდა აბასთუმნის ატმოსფერო: ის იყო ინდუსტრიული ადგილებიდან შორს, გამოირჩეოდა მოწმენდილი ღამეებით და პრაქტიკულად სრულიად უქარო ამინდებით. ჰაერი კი იმდენად გამჭვირვალეა, რომ პლანეტა ვენერას შეუიარაღებელი თვალით ნახვა ზოგჯერ დღისითაც კი არის შესაძლებელი (რაც სხვა ადგილებიდან წარმოუდგენელია). აბასთუმნის ასტროკლიმატმა რუსეთის იმპერიის გარეთაც გაითქვა სახელი. მე-19 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომი შერბურნ ბერნჰემი 1893 წელს წერდა: „…აბასთუმნის მდებარეობა უაღრესად ხელსაყრელია ასტრონომიული სამუშაოებისათვის. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ერთ ობსერვატორიას ევროპაში არ აქვს ასეთი ხელსაყრელი განლაგება და ძნელია დავასახელოთ ადგილი, გარდა ობსერვატორიისა ჰამილტონის მთაზე, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია”. საბჭოთა პერიოდში კვლავ გაჩნდა ინტერესი აბასთუმნის მიმართ და 1932 წელს სსრკ-ში პირველი სამთო ობსერვატორია დაარსდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდა ცნობილ რუს ასტრონომს ბორის ნუმეროვს, ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის დამაარსებელს, რომელიც 1936 წელს შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს.

ხერთვისის ციხე
ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე, ზღვის დონიდან 1126 მეტრზე მდებარეობს.
ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი. XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578 წ., არაფაქსამ ამატაკისშვილმა ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1828 წელს რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს. ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ბოლო პერიოდში ციხე ორი მთავარი ნაწილისგან შედგებოდა: ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. ციტადელი მაღლაა, ხოლო გალავანი მას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. მართალია ციტადელი დიდია, მაგრამ გალავანს გაცილებით ვრცელი ფართობი უკავია. გალავანი ძლიერაა დაზიანებული, რის გამოც მისი კედლების სიმაღლის დადგენა არ ხერხდება. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი

ვანის ქვაბები

მისი კედლები დაფარულია მელნით შესრულებული მრავალრიცხოვანი ნახატებითა და XV-XVI სს. მინაწერებით, რომელთაგან ზოგი «ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს გადმოგვცემს.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრის სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი — ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.

ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, — მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა, — მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.
ვარძიის გამოქვაბულთა განლაგებას, სამეცნირო ლიტერატურაში, სამ მონაკვეთად ყოფენ: პირველი ცენტრალური ნაწილი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძრის სამხრეთი კედლის ორთაღიან სტოას და სამრეკლოს შორის ერთმანეთთან მჭიდროდ მოწყობილი გამოქვაბულების შედარებით მცირე ჯგუფს. აქ, სამრეკლოს ქვეშ, საწნახელიანი გამოქვაბულია, ხოლო სამრეკლოს მეზობლად, ერთი სართულით დაბლა — სატრაპეზო.მეორე მონაკვეთს წარმოადგენს ტაძრის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით მდებარე უფრო ადრინდელი ხანის (X-XII სს.) ე.წ. კლდის სოფელი — ანანაური, სადაც შემორჩენილია მეტად საინტერესო კლდის ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, X საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესია XVI საუკუნის კედლის მხატვრობით, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, 3,5 კმ სიგრძის ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გვირაბი წყალსადენისთვის და სხვა მნიშვნელოვანი სათავსები.
ღვთისმშობლის მიძინები სახელობის
ცენტრალური ტაძარი
ცენტრალური ტაძარი

ვარძია იმთავითვე სამეფო მონასტერი იყო. იგი 1185 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მის აშენებას ქართული საისტორიო წყაროები, ტრადიციულად გიორგი III-სა და თამარ მეფეს მიაწერენ. მართლაც, კვლევა-ძიებამ დაადასტურა, რომ სამონასტრო კომპლექსი შეიქმნა ძირითადად 1156-1202 წლებში. მეფე გიორგი III-ის (1156-1184) სახელს უკავშირდება მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრი და დამუშავება. მისი მეფობის დროს უნდა გამოეკვეთათ კლდის პირველი „სახლები“ ეკლესიითურთ წყაროსთან. მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების (1184) შემდეგ, მის დროს არსებული გეგმა, თამარ მეფის მითითებით ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტრის ცენტრში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი დარბაზული ეკლესია სტოა-პორტიკით, რომლის მოხატვა 1185 წლისათვის დაუსრულებიათ მხატვარ გიორგის ხელმძღვანელობით. ტაძრის მოხატვის შემდეგ აღმოსავლეთით საღალატოს ხევამდე და დასავლეთით ანანაურამდე გამოკვეთეს საცხოვრებელი სენაკები, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, სამალავი და საირიგაციო ნაგებობები. აღნიშნული სამუშაოები 1202 წლისათვის დასრულებულია.
ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთ ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინერისკენ ეშვება. 3,5 კმ სიგრძის წყლის გაყვანილობა გასაოცარ ინჟინრულ ნაგებობას წარმოადგენს.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
ტაძრის მოხატულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის ზუსტი თარიღის გამო. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.
ვარძიის მონასტერი თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.) დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმიდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400000-იანი არმია. მემატიანის ცნობით ამ ხატს გამმარჯვებელს უწოდებდნენ.
![]() |
თამარ მეფის ფრესკა ცენტრალური
ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე
|
XII საუკუნის 30-იანი წლებიდან, მონღოლთა ბატონობის ხანაში, ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. 1283 წელს,
გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა — ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XII საუკუნისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით. ამ სამუშაოების ჩატარება ემთხვევა ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306 წწ.).კიდევ ერთი ახალი ნაგებობა — სატრაპეზო შეიქმნა 1391-1444 წლებში ივანეს ათაბაგობის დროს.აღდგომის წინა დღეს, სამცხეში მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვაბულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები, ტაძრის სტოას წინა ნაწილი, დააზიანა წყალსადენი. ვარძიამ, ამის შემდეგ, სრულებით იცვალა სახე. დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა — ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XII საუკუნისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით. ამ სამუშაოების ჩატარება ემთხვევა ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306 წწ.).
1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზის ბრძანებით. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები, კულტურის სხვა მრავალ განძთან ერთად მტერმა გაიტაცა. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ, რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და საკუთარი თვალით იხილა ვარძია, განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ. ამის შემდეგ ვარძიამ აღორძინება ვეღარ შეძლო.

1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდუპოლომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მოსასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი — მუზეუმი დაარსდა.1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.
ზემო ვარძიის
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი
აწყურის ციხე

სოფელი აწყური ახალციხის რაიონში ბორჯომიდან 30 კილომეტზე მდებარეობს. აწყურის დიდი ციხე უზარმაზარ კლდეზეა აღმართული. აქ მტკვრის ხეობა ფართოდაა გაშლილი. სოფელი მდინარის ორსავ ნაპირზეა. ციხე, რომელიც მარჯვენა მხარეს მდებარეობს, თავს დაჰყურებს მთელ მიდამოს. აქვეა ძველი საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევებიც.
აწყური საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო. მას ძველად აწყვერს (აწყუერი) უწოდებდნენ. მატიანეებში მისი სახელი ხშირად იხსენიება. აწყური მრავალჯერ გამხდარა უცხოელთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზი.

აწყურში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები, კალიგრაფები, წიგნის მკაზმავნი გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), გაბრიელ კოტაი (XI ს.), იოაკიმე მაწყვერელი (XVI ს.), იერემია მაწყვერელი (XVI ს.) და სხვები.
XI საუკუნის შუა ხანებში, ბაგრატ IV – ის დროს მატიანეში აბუსერი – ერისთავი არტანუჯისა, ხიხათა და ციხიჯვრისა და აწყუერის ციხის პატრონი იხსენიება. აწყვერის ციხე და “მესხთა დიდებული საყდარი აწყვერი” XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ წყაროებში კიდევ უფრო ხშირად გვხვდება.
1259-1260 წლებში, როცა მეფე დავით ულუ მონღოლებს აუჯანყდა და სამცხეს გადავიდა, მტერი, არღუნ ყაენის მეთაურობით, სამცხეს შეესია. მათ აწყური ააოხრეს.
XIII საუკუნის მიწურულში, ძლიერი მიწისძვრის დროს აწყურის ეკლესია დაინგრა, მაგრამ მალე აღადგინეს, რადგანაც იგი მესხეთის მთავარი სალოცავი იყო.
მას შემდეგ, რაც სამცხის მთავრები საქართველოს მეფეს გადაუდგნენ, ტაძარს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.
XV საუკუნეში, როცა საქართველოს პოლიტიკური და ნივთიერი მდგომარეობა უკვე ძლიერ შერყეული იყო, სამცხის მთავრები ცდილობდნენ, თავისი სამფლობელო საქართველოს სახელმწიფოსგან გამოეყოთ და სრული დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ამისათვის კი საჭირო გახლდათ საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვებაც. ამ მიზნით ათაბაგებმა განიზრახეს მესხეთის ეკლესია მცხეთის კათალიკოსისაგან ჩამოეშორებინათ და აწყურის ეპისკოპოსისათვის კათალიკოსის უფლებები მიენიჭებინათ. მაშინ, XV საუკუნის შუა ხანებში, გიორგი III-ისა და ყვარყვარე ათაბაგის დროს ეს არ მოხერხდა. მცხეთის კათალიკოსმა შეძლო მათი დამორჩილება. მაგრამ უფრო გვიან, XVI საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა უკვე სრულიად დაირღვა, სამცხის მმართველმა მზეჭაბუკმა მესხეთის ეკლესია მცხეთის საკათალიკოსოს მოჰგლიჯა და ამგვარად გაწყვიტა ის ერთადერთი ძარღვიც, რომელიც მესხეთს, უფლებრივი თვალსაზრისით, საქართველოსთან აკავშირებდა.
მესხეთის ეკლესიის მეთაურად მაწყვერელი იქცა. მას ეპისკოპოსთა დასმის უფლებაც მიენიჭა. მაწყვერელი თავის თავს მღვდელმთავარს კი აღარ უწოდებდა, არამედ მღვდელმთავართმთავარს.
მზეჭაბუკმა აწყურის ეკლესიას “დიდებული მონასტერი ზარზმა” შესწირა. ტაძარს დიდი მამულები ჰქონდა, მაწყვერელი კი ერთ-ერთი უძლიერესი ფეოდალთაგანი იყო.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, აწყურს “არს ეკლესია დიდშენი, შვენიერად ქმნული, გუმბათიანი, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა”. შენობა “ფეხზე იდგა” თვით XIX საუკუნის დასაწყისამდეც კი. საქართველოს ისტორიისა და ქართულ სიძველეთა ცნობილი მკვლევარი, აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელმაც XIX საუკუნის შუა წლებში ნახა ეს ძეგლი, წერს: “ერთმა მოხუცმა ქალმა მითხრა, ტაძარი ჯერ კიდევ დაუნგრეველი მახსოვსო”.
როგორც ჩანს, ძეგლი თურქთა ბატონობის ბოლო წლებში განადგურდა. XIX საუკუნის მანძილზე მას პატრონი და მზრუნველი არავინ ჰყავდა. მაჰმადიანი მოსახლეობა მის ქვებს თავისი სახლებისათვის იყენებდა.
1486 წელს მესხეთში ირანის შაჰი იაყუბ ყაენი შეიჭრა. ახალქალაქისა და ახალციხის აღების შემდეგ იგი აწყურს მიადგა და ალყა შემოარტყა, ტყვედ წაასხა ბევრი მათგანი და აწყურის ღვთისმშობლის ხატიც თან წაიღო.
აწყურის დანებება ათაბაგმა ღალატად მიიჩნია. მაწყვერელი გააძევეს და მის ნაცვლად სხვა დასვეს. მაგრამ განსაკუთრებით შეაწუხა ათაბაგი აწყურის სახელგანთქმული და სასწაულთმოქმედი ხატის დატყვევებამ. მან “წარავლინა ვერცხლი დიდძალი” დაიხსნა ხატი და კვლავ აწყურის ტაძარში დაასვენა იგი.
აწყურის ციხისაგან დღეს მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი თუმცა მაინც ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იგი, სამშენებლო თვალსაზრისით, რთული და საინტერესო ნაგებობა იყო. ციხეში შესასვლელი კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბიდანაა, რაც ახლა გზის დონეზეა მტკვრის პირას. ციხე ისეთ კლდეებზეა ნაშენი, რომ გვირაბში შეჭრის შემდეგაც მტერი მას ადვილად ვერ დაიმორჩილებდა. მთავარი სირთულე სწორედ ძნელად მისადგომ შიგა ნაგებობათა აღება გახლდათ. ციხის კედლების დათვალიერებისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ისინი ბუნებრივად არიან შეზრდილნი კლდეებთან. კლდის რელიეფი, მისი ყოველი ჩაღრმავება და ნაოჭი მარჯვედაა გამოყენებული მშენებელთა მიერ. ზოგან კედელი ისეთ ციცაბო ფერდზეა დაბჯენილი (თითქოს მისგანაა აღმოცენებული), რომ ძნელი გასაგებიც კია, როგორ მოახერხეს ძველმა ოსტატებმა ასეთი ამოცანის ტექნიკურად გადაწყვეტა.
ახლანდელი ციხე, რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს ერთგვაროვან, მთლიან ნაგებობას. მასში მრავალი სხვადასხვა დროინდელი ფენაა. ეს სრულიად ბუნებრივია. ციხე ათასი წლის განმავლობაში მაინც “მოქმედი” იყო. მას ბევრი გააფთრებული თავდასხმა განუცდია, რამდენიმეჯერ დაზიანებულა და აღდგენილა.
აწყურის ტაძრის სიდიადე კი მნახველს დღესაც აოცებს. მართლაც, თავისი ფართობით აწყურის კათედრალი (საეპისკოპოსო ტაძარი) ყველაზე დიდი იყო მთელ საქართველოში (ფართობით იგი სვეტიცხოველსაც კი ჭარბობს).
ამჟამად აწყურის ციხეცა და ტაძარიც აღრიცხულია, როგორც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი.

სლესის ციხე
ბორჯომის ხეობის ზედა ნაწილში არის სლესის, ანუ მოქცევის ციხე-სიმაგრე,რომელიც, ფაქტობრივად, კეტავდა ბორჯომის ხეობას და მის საკონტროლო პუნქტს წარმოადგენდა. ამ ადგილიდან გზა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმართულებით გრძელდება.
სლესის ციხე მე- XI საუკუნის ძეგლია იგი აკონტროლებდა აწყურამდე მიმავალ გზას და აცნობებდა აწყურს მტრის შემოსევას თბილისის მხრიდან, ეს ციხე აწყურის და თამარის ციხისგან განსხვავდება გალავნის სისქით, იგი ამ ციხეების შემდეგ წარმოადგენდა მესამე თავდაცვით ზღუდეს, მასზე ყოფილა ეკლესიაც, მაგრამ მისი კვალი დღეს წაშლილია ძველად ამ ციხეს ,,ლესვის” ციხე ერქვა, ამჟამად ციხე ძლიერ დანგრეულია ხე მცენარეებისა და ბუნებრივი კატასტროფების მიერ .

Комментариев нет:
Отправить комментарий